მსოფლიოში

აშშ-მა ავღანეთში სამხედროების რაოდენობა შეამცირა

აშშ-მა ავღანეთში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ქრისთოფერ მილერი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს კიდევ უფრო აახლოვებს საბოლოო მიზანთან, დაასრულოს 20 წლიანი ომი ავღანეთში.

მილერის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ ავღანეთი აღარასდროს იყოს მათი თავშესაფარი, ვისაც აშშ-ისთვის ზიანის მიყენება სურს. აშშ-ის ავღანეთში ჯარისკაცების მსგავსი მცირე რაოდენობა 2001 წლის შემდეგ არ ჰყოლია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯანმოს მორიგი განცხადება

რიო დეჟანეიროში წელს კარნავალი არ გაიმართება

Joni Kvaracxelia

კრემლი სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასრუქტურის გაფართოებას გეგმავს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი