მსოფლიოში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში მოქმედი «იმპერიული მოძრაობა» ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „საერთაშორისო ტერორისტულ“ ორგანიზაციად სცნო რუსეთში დაფუძნებული, ულტრანაციონალისტურ ჯგუფი, «იმპერიული მოძრაობა», რაც წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის მქადაგებელ ჯგუფს და მის სამ ლიდერს „ტერორისტების“ კვალიფიკაცია ენიჭება. ეს ჯგუფი საკუთარ თავს აღწერს «რუს მართლმადიდებელ ეროვნულ-პატრიოტულ და მონარქისტულ ორგანიზაციად», რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ავტოკრატიული მონარქიის აღდგენას. ჯგუფის მიზნებში ასევე შედის რუსეთის მონოეთნიკურ სახელმწიფოდ გამოცხადება, რომელიც კონცენტრირებული იქნება, ჯგუფის აზრით რუსი ხალხის სამ განშტოებაზე — რუსებზე, უკრაინელებზე და ბელორუსებზე. მოძრაობას წარმომადგენლობები აქვს სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში და ნიჟნი ნოვგოროდში. ჯგუფის გასამხედროებული ფრთა, იმპერიული ლეგიონი, წევრებს წვრთნის საბრძოლო მეთოდებში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვის და რატომ დაემუქრა ზელენკის გუნდი

რა რეფორმების გატარებას აპირებს მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი

ავღანეთში თალიბანის მორიგი თავდასხმა

დატოვე კომენტარი