ელჩი დეგნანი პირველად ეწვია ოძისის მახლობლად არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ელჩმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები, „განსაკუთრებით COVID-თან ბრძოლისას, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ სიცოცხლის გადასარჩენად». ელჩმა შეშფოთება გამოთქვა პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამო, განსაკუთრებით, ლუგარის ცენტრისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სიცოცხლის გადამრჩენელი მუშაობის შესახებ. ელჩმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან მოითხოვა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები.
Today, Ambassador Degnan made her first trip to the Administrative Boundary Line, near Odzisi. In comments to the media during the visit, the Ambassador denounced recent borderization activities, “especially in the time of COVID when we need to be working together to save lives.” She expressed concern about the spread of disinformation surrounding the pandemic, particularly regarding the life-saving work of the Lugar Center and the NCDC. She reiterated the United States’ strong support for Georgia’s sovereignty and territorial integrity and demanded Russia withdraw its occupation forces and fulfill its 2008 commitments.