ანალიტიკაპუბლიკაციები

აღდგომის ბრწყინვალება

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

გაიხარე საქართველო!

დამშვიდდი დედამიწავ!

ხსნა არის!

ისრაელში

ბევრ საერთოს ვპოულობ ადგილობრივ და ჩვენს ტრადიციებს შორის. მეტიც, უამრავი სიტყვა სწორედ ქართულთან მსგავსების წყალობით დავისწავლე.

ახლა კიდევ ვხედავ, რომ ებრაულ ფესახს და ქრისტიანული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწარულები ადამიანების გენეტიკური მეხსიერების ნათელი გამოხატვაა.

საოცარია, მაგრამ ორივეში მიცვალებულებისადმი პატივისცემის ხსოვნის და მარადიული სულის არსებობის ქვეცნობიერი აღიარებაა.

ძველი იერუსალიმი იყოფა მუსლიმანურ, ქრისტიანულ და ებრაულ ნაწილებად.

იერუსალიმში — ძველი ქალაქი (ებრ. העיר העתיקה, Ha’Ir Ha’Atiqah, არაბ. البلدة القديمة‎‎, al-Balda al-Qadimah) — 0,9 კმ² ფართობის კედელშემოვლებული ტერიტორია მსოფლიოს ოთხიდან, სამი რელიგიის დაბადების ადგილია. ბუნებრივია, სამივე მათგანის უმნიშვნელოვანესი რელიგიური ძეგლი სწორედ აქ მდებარეობს: იუდეველთათვის – მორიას მთა და გოდების კედელი, ქრისტიანთათვის – მაცხოვრის საფლავი, მუსლიმთათვის – კლდის გუმბათი და ალ-აქსას მეჩეთი.

სამყაროს შემხედვარე ხვდები, რომ ყოველ  აღდგომის და ფესახის დღესასწაულებზე ყოველ მოძრაობას მოლოდინის დაღი აზის. ორივე საკუთარ თავში პრინციპულად ახლის მოლოდინს ატარებს, რომელიც გენატიკურად  კოდირებულიას სულებში, სამყაროში და ამიტომ კალენდარულად ორივე ერის ამ დღესასწაულს უბრალო რიცხობრივი ფაქტის გარდა მეტად მნიშვნელოვანი სხვა დატვირთვაც აქვს და ორივესთვის გაზაფხულზე იწყება ათვლა, რადგან სიცოცხლე სწორედ ამ დროს მოდის მოძრაობაში.

ყოველ საგანს ორი მხარე აქვს — აღნაგობა-აგებულება და მნიშვნელობა. მაგალითისთვის სულ სხვაა ელექტონულ ნებისმიერ ნივთს სახე და დანიშნულება. უცოდინარისთვის, რომელმაც არ იცის დანიშნულების შესახებ, უჭირს ორიენტირება. სწორედ ასეა ჩემს შემთხვევაში: ძალიან მიჭირს რელიგიების ლაბირინთებში, სადაც გარკვევა ჩემთვის წარმოუდგენლად ძნელია და არც ვცდილობ, იმდენად საინტერესო, მრავლისმომცველი, მრავალკუთხოვანი, მრავალფეროვანი და სხვა მრავლადაა… მხოლოდ უკვე არსებულ ზოგად დასკვნას გავიმეორებ:

ფასეხი და პასექი-აღდგომა — იმის დადასტურებაა, რომ ებრაულად  „მოშიახ“ — ქართულად „მესია“ — ჯერაც არ მოსულა. და დღესასწაულები მის გამოცხადებამდე გაგრძელდება.

უფლის ქრისტე მაცხოვრის აღდგომის წმინდა ბრწყინვალე დღესასწაულის აღდგომის ზუსტი თარიღი ისტორიამ არ შემოგვინახა. მხოლოდ ის ვიცით, რომ გაზაფხული  იყო და მოხდა, დაახლოებით მაშინ, როდესაც ებრაელებმა  პასექი უკვე აღნიშნეს. ამასთან ქრისტეს მიმდევრებს უნდა აღენიშნათ ეს უდიდესი მოვლენა ამიტომ 325 წელს პირველ დიდ შეკრებაზე ნიკეაში ქრისტეს აღდგომის თარიღის საკითხი გადაწყდა. შეკრების დადგენილებით აღდგომა მოძრავი გახდა: 22 მარტიდან 25 აპრილამდე (4 აპრილიდან 8 მაისამდე ახალი სტილით). ნიკეის საბჭოს გადაწყვეტილებით ქრისტიანულმა სამყარომ აღდგომა უნდა ვიდღესასწაულოთ გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ პერიოდში; პირველი სავსე მთვარეზე, მთვარის მოვანების — აღვსების პირველ კვირა დღეს და ეს  უნდა მოხდეს როცა „ძველი აღთქმის“ ებრაული პასექის დაწყებიდან სრული კვირა იქნება გასული.

თუმცა, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ტრიუმფის თარიღი რამდენადმე არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ „წმინდა ცეცხლის გადმოსვლა“ სწორედ მართლმადიდებლურ აღდგომამდე ხდება, ამიტომ ქრისტიანული სამყარო ზოგადად აღიარებს, რომ ნიკეის საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

 

ჩემს მეხსიერებაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

შორეული ბავშვობის სურნელი ასდის.

ასეთი რამე არ მოგსვლიათ, რომ გემოს მიხედვით რაიმეს ხსოვნა აღმდგარიყოს თქვენს მოგონებებში.

ფესახისთვის ებრაელები სახლებს გულმოდგინედ რეცხავენ, საფუარიანის არავითარი ნამცეცი, თქმა რომ ვიცით „ნასახი“ არ უნდა დარჩეს. ტანსაცმელს, ჭურჭელს, ავეჯსაც კი,  თუ ამის შესაძლებლობა აქვთ — ცვლიან.

ეს წიმიდათაწმიდაა.

ჩვენც აფხაზეთში ცხოვრებისას, სააღდგომოდ ჩვენს მოკრძალებულ საცხოვრისს, მამაჩემის ხელით აშენებულ რამდნიმეთვალიან სახლს შეძლებისდაგვარად ვასუფთვებდით. უფროსები თეთრად შეფეთქავდნენ კირით შელესილ კედლებს. ყველასთვის ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეყიდათ. თეთრეული უნდა ყოფილიყო: გახამებული, გაქათქათებული, ახალათახალი ან, ვისაც საშუალება ჰქონდა, ახალგარეცხილი.

აღდგომის წინა დღეებში მთელ სახლში ახლადშეღებილი ფანჯრების, კედლების,  სისუფთავის, საპასექო ნამცხვრის და რაღაც ახლის მოლოდინის სურნელება ტრიალებდა.

კვერცხები წითელ პარასკვეს იღებებოდა, როგორც აღორძინებული ცხოვრების სიმბოლო და შემდეგ  სააღდგომო სუფრის უმთავრესი ელემენტი ხდებოდა. მათი საფლავზე გადატარებით განისაზღვრებოდა უფლის წმიდა სამარხის ხსოვნა, საიდანაც ანათებს ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის შუქი და ხსოვნის სახით ჩვენი მიცვალებულების საფლავზე ნაწილდება.

ამიტომაც სწორედ აღდგომას მივისწრაფვით სალავებისკენ, რათა ჩვენი წმინდა მოვალეობა აღვასრულოთ.

ეს ტრადიცია საუკეთესოდ შემოინახა ჩვენმა ქრისტიანულმა გენეტიკურმა მეხსიერებამ, როგორც ჭეშმარიტებასთან დაახლოებული.

კვერცხებს სუფრასთან ერთმანეთის დაპირისპირებით გამოვცდიდით და მხოლოდ გატეხილის  შეწმა შეიძლებოდა, ისიც მოგებულს ერგებოდა წილად. და იყო წითელი კვერცხების ხანდახან არამარტო ქათმის, ინდაურის, ბატის და ძალიან პოპულარობით სარგებლობდა ციცრის მომცრო კვერცხი, რომელსაც დანარჩენი ვერცერთი ფავორიტი ვერ უგებდა. ხანდახან თუმცა ძალიან იშვიათად ხის წითელი კვერცხიც კი აღმოაჩნდებოდა ვინმე ბედის ნებიერს, ან კვერცხის ნაჭუჭებში სანთლით ამოვსებულ ნაწილებს ოსტატურად  შენიღბავდა… მოკლედ ბავშვურ ამ გატაცებებში მოზრდილებიც სიამოვნებით მოანწილეობდნენ. ეს ხომ საყოველთაო დღესასწაული და უზომოდ საინტერესო გართობა იყო, რომელიც ახლობლების კიდევ უფრო დაახლოებას, მისვლა-მოსვლას, ერთად ყოფნას, მოლხენას და ერთმანეთისადმი ხსოვნის სიყვარულის გამოხატულების დღეც  იყო, ამავე დროს…

Loading…

ყოველ ოჯახში საგანგებოდ გაშლილი სადღესასწაულო სუფრაზე აღდგომის შემდგომი მაცნეა კულიჩი-პასკა, ქრისტიანთა ტრიუმფისდა მაცხოვრისადმი მათი სიახლოვის  ერთგვარი სიმბოლო ყოველ ოჯახს თვითონ უნდა გამოეცხო. ყიდვა სირცხვული  იყო და წინასწარ მიდიოდა რეცეპტების გაზიარება, გამოსაცხობად თუნუქის ქილების და ქოთნების თხოვებაზე რიგების დაკავება. საპასექო ცომიდან სხვადასხვა სახის ნამცხვრებსაც გამოურევდნენ  შიგადაშიგ და უნდა გენახა შემდეგ დიასახლისების ტრაბახი, თუ ვისი ცომი და ვისი შედეგი უფრო ლამაზი და გემრიელი იყო. შემფასებლად კიდევ ნახევარი სოფელი გამოდგებოდა, ყველა ერთმანეთის სტუმარი იყო და „თითო  ჭიქა“ აუცილებლად მირთმეული ჰქონდა.

და მაინც… აღდგომის დღემდე არც ერთს, სულიც რომ ამოგხდომოდა, არავინ გაჭმევდა. საპასექო ნაცხვარი — პასკა, რადენამდე ადრე ცხვებოდა და აღდგომის დღემდე ხელუხლებლად ეწყო. სულწასულობა რომ არ გამოგვეჩინა, ბავშვებსაც საგულდაგულოდ გვიმალავდნენ, ისე, რომ „ცოდვას“ ავრიდებოდით… ძალიან შორეულ წარსულში, პატარაობისას, შემდეგ უკვე ყველაფერი შეიცვალა.

აღდგომის კვირა დილას, მზის ამოსვლამდე ჩვენები სასაფლაოზე უკვე ნამყოფები იყვნენ, მშვიდად იტყოდნენ „მიცვალებულებს საფლავზე წითელი სააღდგომო კვერცხები გადავაგორეთო“… იქ კიდევ მთელი სასაფლაო ბავშვებით და მიუსაფარი ადამიანებით იყო სავსე, აგროვებდნენ დარჩენილ ხორაგს, ძირითადად კვერცხებს და თუ მოგვიანებით საფლავზე აღარაფერი იდო, დიდ მადლად ითვლებოდა. პატრონები საკუთარი მიცველებულების გამო მშვიდად იყვნენ…

აღდგომის დღესასწაულის უმთავრესი ცერემონია — ხსოვნის რიტუალი აღსრულდა…

დაუვიწყარია სააღდგომო სუფრის გაწყობის უმშვენიერესი ცერემონია… მახსოვს კრავის ფორმის ნამცხვარი, თუ არ მეშლება, ძირითადად ქიშმიშიანი კექსი, (რომლისთვისაც ფორმებს ერთმანეთისგან ითხოვდნენ ხოლმე), შემწვარი გოჭი პირში წითელი კვერცხით, საცივი, სუფრის ცენტრში დიდი თასი წითელი კვერცხებით, ტყემლის და პამიდვრის წვენები წინასწარ იდგმებოდა სუფრაზე, მხოლოდ „წვრილმანები“ დაემატებოდა ცხელი ხაჭაპურების, მჭადის, ყველეულის, ფხალეულის, ტკბილეულის, ფელამუშის, ხილის და ა.შ. სახით, სულ ბოლოს ღომი „შემობრძანდებოდა“ და ოჯახის დიასახლისი კუჭ-მაჭს ანუ შეკმაზულ შიგნეულს ჩამოატარებდა.

დილის ტრაპეზზე სტუმარი იშვიათად მახსოვს. კურთხევითაც მამა იტყოდა „სუფრა ნაკურთხიაო“. ეს იყო „კურთხევაც“ და ნებართვაც.

ვინც კონუნისტობაზე არ დებდა  თავს მღვდლის კურთხევას ღებულობდა და…

შემდეგ იცოცხლეთ, მიდოდა გადააძახილები „რისტე აღსდგა! მობრძანდით“… და ჩაღდებოდა დაუსრულებელი ქეიფი -ხსოვნის რიტუალისმაგვარი ღონისძიების უპირობო გაგრძელება.

პირველი ჭიქით უფლის აღდგომას ადღეგრძელდებდნენ და ყოველ მეორე სიტყვაზე „ქრისტე მკვდრეთით აღსდგა“! „შეჭმარიტად აღსდგა!“ — ისმოდა და ეს იყო დღესასწაული, ყველა ოჯახისთვის თავისებური და ამავე დროს ყველასთვის საერთო — ქრისტე ღმერთის მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტების აღიარება  და ამით ქრისტიანობისადმი მიმდევრობის გულწრფელი დადასტურება.

მართლმადიდებლური ტრადიციით, აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი რადგან ქრისტიანობის მთელი არსიქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში მდგომარეობს, მის გამოსყიდვაში მსხვერპლშეწირვით მთელი კაცობრიობის ცოდვებისთვის და მისი უდიდეს სიყვარულში ხალხისადმი.

— ქრისტე აღდგა!

ითქმება და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ქრისტე აღდგა!

აღდგომის წინა დღეს ხდება ქრისტიანული სამყაროს მთავარი სასწაული — წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში — წმინდა სამარხზე. სასწაული, რომელიც ბევრისთვის მეცნიერული გამოწვევა ან შესწავლის საგანია. სასწაული, რომელიც ყოველი მორწმუნის გულში ჩაქსოვილია ხსნის და მარადიული სიცოცხლის იმედად.

ჩვენ მოგვეტევება, ჩვენ გვიხსნიან და გამოვსყიდეთ — ქრისტე აღდგა! — ნათქვამია სააღდგომო ქადაგებისას და ამ ორი სიტყვით ყველაფერი ნათქვამია, რადგან იემყარება ჩვენს რწმენას, ჩვენს იმედს, სიყვარულს, ქრისტიანულ ცხოვრებას, მთელ ჩვენს სიბრძნეს, განმანათლებლობას, წმიდა ეკლესიას, გულწრფელ ლოცვას და ჩვენს მომავალს. ამ ორი სიტყვით ხდება ადამიანის უბედურება, სიკვდილი, ბოროტება და სიცოცხლე, ნეტარება და თავისუფლება! რა სასწაული ძალაა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგააღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  ჩვენს რწმენას, იმედს, სიყვარულს, ქრისტიანულ ცხოვრების სიბრძნეს, განმანათლებლობას, წმიდა ეკლესიას, გულწრფელ ლოცვას და ჩვენს მომავალს ემყარება.

ეს სიტყვა ახლავს ადამიანურ როგორც უბედურებას, სიკვდილს, ბოროტებას, ასევე სიცოცხლეს, ნეტარებას და თავისუფლებას!

მართლა სასწაულმოქმედი ძალაა! შესაძლებელი რომ იყოს დაუღლელად გავიმეორებდით:

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

აღდგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ქრისტეს აღდგომის წყალობით აღარ არსებობს სიკვდილი, არამედ მხოლოდ ადამიანის სულის მარადიული, უსასრულო სიცოცხლეა.  უფლის ჯვარცმის და ტანჯვის წყალობით   ყველა ჩვენი ცოდვა, დანაშაული და შეურაცხყოფა მიტევებულია.

ჩვენ აქ  დედამიწაზე ვცხოვრობთ, სანამ ჩვენი გული ცემს რაც  უნდა ცუდი ან ცოდვილი ვიყოთ, ტაძარში რომ შევალთ, განვაახლებთ სულს, რომელიც ისევ და ისევ  მაღლა მიიწევს დედამიწიდან ზეცაში, ჯოჯოხეთიდან ცათა სასუფეველში — მარადიულ ცხოვრებამდე.

— და დაგვეხმარე, უფალო, ყოველთვის შევინარჩუნოთ ჩვენს გულში  შენი ხსნით გამოწვეული აღდგომა და ცხოვრება, რათა არასდროს მოგვეკიდოს სასოწარკვეთა.

მრავალი მორწმუნე მოწმობს განსაკუთრებული ლოცვის მდგომარეობის შესახებ ამ წმინდა დღეებში. როდესაც სული სავსეა საოცარი მადლიანი სიხარულით.

ისიც კი ითვლება, რომ მათ, გაუმართლათ, ვისაც ეღირსა აღდგომის დღეებში გარდაცვალება, მიდიან სამოთხეში, რადგან ამ დღეებში დემონები უძლურები არიან.

ღდგომის ღამის შემდეგ დაუყოვნებლივ იწყება ნათელი კვირა. განსაკუთრებული თაყვანისმცემლობის დღეები, რომლებზეც მსახურება სრულდება აღდგომის წესდების მიხედვით. აღდგომის საათებში სრულდება სადღესასწაულო საგალობლები: «ქრისტე მკვდრეთით აღდგა“ და შავი გლოვობიდან თეთრ დღესასწაულში გადავდივართ.

აღდგომიდან უფლის ამაღლებამდე მსახურების დროს არ არსებობს მუხლმოდრეკილი ლოცვები.

სადღესასწაულო მომსახურება გრძელდება ამაღლებამდე, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან 40 დღის შემდეგ. ამ მომენტამდე მართლმადიდებლები ერთმანეთს  სიხარულით ესალმებიან:

«ქრისტე აღდგა“!

ამ წუთიდან:

ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად!

აღდგომის დღესასწაულს წინ უძღვის დიდი მარხვა, ანუ წინასწარი მზადება დიდი ხნით

ადრე იწყება, ხოლო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული „ცათ ამაღლებით“ გრძელდება:

სახარების თანახმად, იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ცათ ამაღლებამდე, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დედამიწაზე იყო. იერუსალიმის გარეუბანში ბეთანიის ელეონის მთაზე  მოციქულები შეკრიბა, აკურთხა და მხოლოდ შემდეგ ცად ამაღლდა. ხოლო შეკრებილებთან წარდგა ორი ანგელოზი და გამოაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრისტე თვალსაჩინო სახით კვლავ მოვიდოდა დედამიწაზე რათა გაესამართლებინა ცოცხალიც და მკვდარიც. ასევე გადასცეს, რომ: უფალი არ დატოვებს თავის მოწაფეებს და მიმდევრებს ცათ ამაღლების შემდეგაც — თუმც აღარ გამოჩნდება კაცის სახით, მაგრამ უხილავად მაინც იქნება მათ გვერდით.

სწორედ ეს გვჯერა და გვწამს ძირითადად, როცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შევხარით.

ღმერთმა რწმენა, იმედი და ბედნიერების შეგრძნება ნუ მოგვიშალოს!

ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად!

 

ქეთევან ჩემია, იერუსალიმი

paqtebi.ge

 

 

მსგავსი პოსტები

გაყალბება თუ ადამიანური შეცდომა?

კანონი «უცხოელი აგენტების შესახებ» აშშ-სა და რუსეთში

Joni Kvaracxelia

«ძალიან ვწუხვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ საეტაპო გადაწყვეტილების ადვოკატირება მიწევს ქართველი კოლეგების წინაშე»

დატოვე კომენტარი