განცხადებები

აღარ გავაკეთებ არც ერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრის გათავისუფლება ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება.

მისი თქმით, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის თავისუფლებას.

„პოლიტიკურად ითხოვენ ჩვენგან გადაწყვეტილების მიღებას იმ თემაზე, რაც ვერ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი და ეს ჩვენ ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლება. და ეს არის მათი მცდელობა. პოლიტიკური მოთხოვნა, მოსამართლის დაბულინგება და ასე შემდეგ, ეს არის მათი გზა. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა ვაქციოთ ეს საკითხი, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის თავისუფლებას, არა თავისუფლებას და ასე შემდეგ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ადრეული შემთხვევები გამოვლინდეს

საშემოდგომო სესიისათვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება

«ჩემი პოლიტიკური ამოცანაა, რომ განსასჯელის სკამზე დავსვა მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია»-კობა დავითაშვილი

დატოვე კომენტარი