ოკუპაცია/დევნილებისხვადასხვა

აფხაზი ფეხბურთელის შვილის ფერფლს სოხუმსა და თბილისში ჩამოიტანენ

აფხაზი ფეხბურთელის, თბილისის დინამოს ყოფილი მთავარი თავდამსხმელის, ნიაზ ძიაპშბას შვილის, თამაზ ძიაპშბას ფერფლის ნაწილს თბილისში, ხოლო მეორე ნაწილს სოხუმში ჩაიტანენ. «თამაზი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში გარდაიცვალა. მან სიკვდილამდე დატოვა ანდერძი, რომ ნეშთის კრემაციის შემდეგ მისი ფერლის ნაწილი ორად გაეყოთ და ის თბილისსა და სოხუმის მიწისთვის მიებარათ» — ამის შესახებ განაცხადა მისმა თანაკლასელმა და ბავშვობის მეგობარმა, წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.

წინამძღვრის თქმით, მისი მეგობარი, თამაზი ავად გახდა, მას კიბო შეეყარა. სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე, მაშინ როცა მიხვდა, რომ უკურნებელი სენი თავს არ დაანებებდა, მან თავის შვილებს ანდერძი დაუტოვა სადაც ის ითხოვდა მისი ფერფლი თბილისის და სოხუმის მიწისთვის მიებარებინათ.

«ამ დღეებში ველოდბით თამაზის ფერფლს. ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეიძლება თამაზის ფერფლმა გააერთიანოს ეს ორი მოძმე ხალხი. ეს ისტორია კი უნდა იცოდეს ყველამ,» — განაცხადა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში ამინდი იცვლება

რუსთავში მამაკაცი დანით ხალხს დასდევდა (ვიდეო)

roma sajaia

«აიისამ» პრეზერვატივზე პუტინის სურათებიანი შეფუთვები გამოუშვა

დატოვე კომენტარი