სხვადასხვა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს, მან 14 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო 5 მისი წინააღმდეგი იყო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ  თანამდებობას გია გვაზავა იკავებდა.

როგორც მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ  აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში დეპუტატების ნაწილი ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე სხვა მნშვნელოვან საკითხებთან ერთად  ისაუბრეს სამომავლოდ, აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების რეფორმირების აუცილებლობაზე, ბიუჯეტის ფორმირების წესის გადახედვაზე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გამარჯვებულია კასანდრა კვარაცხელია

Joni Kvaracxelia

უშგულში 19 წლის ახალგაზრდა კოშკიდან ჩამოვარდა

სასწრაფოდ! პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია-გასაუბრება პატრიარქის პირად ექიმთან

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი