სხვადასხვა

«აუცილებლად იღელვებს გაღატაკებულ, დამშეულ ხალხის რისხვა რომელიც დაგაწყდებათ თავს და ცოცხლად შეგჭამთ თქვე გაუმაძღრებო»

სოციალური ქსელის მომხმარებელი ვახო მითაიშვილი ფეისბუქის გვერდზე გაღიზიანებული წერს:

«„SoS!!!
ხალხნოო ქვეყანა თავზე დაგვემხო.
დილის 6:05 წუთია, საშინელ სურათს შევესწარი ლერმონტოვის ქუჩაზე.
ბებო და პატარა ბიჭი ერთად ნაგვის ურნაში იქექებოდა… ამ ბებომ აიყვანა ხელში ბავშვი შიგ ურნაში ჩასვა, რათა ამ პატარას უფრო მოხერხებულათ ამოეღო გადაყრილი საკვების ნარჩენები, ვუცქერდი გაშეშებული არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მუხლები ადგილზევე მომეკვეთა და ცრემლი მომადგა. ვფიქრობდი ნუთუ ეს მართლა ხდება.
სადღაც 8 წლის ასაკის ბიჭი ნაგვის ურნაში საკვებს ეძებს ბებოსთან ერთად. ჩემი თვალით ვუყურებდი თუ როგორ მიქონდათ პირთან ნაგვიდან ამოღებული საკვები და მიირთმევდნენ ერთად. კოშმარია ხალხნო ხალხი უკვე ნაგავს ჭამს.
29 წლის მანძილზე ესეთი მძიმე შემთხვევა არასოდეს მინახავს ცხოვრებაში, ისე იმოქმედა ამან ჩემზე რომ თქვენთვისაც მინდოდოდა გამეზიარებინა და მაპატიეთ რო დაგთრგუნეთ.
უბედურ დღეშია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ხალხი გაუბედურებულია და უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება, ყოველი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული ოცნებობს აქედან წასვლას, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ ხალხნო, მხოლოდ მთავრობის წევრები არიან მაძღარნი და ხალხს ელემენტარული პურის ყიდვის საშუალება არ გააჩნია, ქარველი ადამიანის გულში ბედნიერება სამუდამოთ გაქრა.
პარლამენტარები, დეპუტატები განცხრომაში არიან ხოლო ანგელოზვით პატარა ბიჭი ნაგავს ქექავს რო გადარჩეს.
მარტო ამ ბებოს და ბიჭუნას ცოდვა არ მოგასვენბთ თქვენ, როგორ გძინავთ და როგორ დებთ ბალიშზე თავს როცა თქვენი ქვეყნის მოსახლეობა ესეთ უკიდურეს გაჭირვებაში გყავთ.
აუცილებლად იღელვებს გაღატაკებულ, დამშეულ ხალხის რისხვა რომელიც დაგაწყდებათ თავს და ცოცხლად შეგჭამთ თქვე გაუმაძღრებო.
» — წერს მითაიშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მომღერალი ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

Joni Kvaracxelia

შვილები დამიბრუნონ თორემ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ

33 წლის მამაკაცი, ტყეში ჩამომხვრჩვალი იპოვეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი