განცხადებები

«არ მგონია, რომ ოქტომბერში პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას»-წულუკიანი გახარიას პარტიაზე

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული  პარტიის პრეზეტანცია შეაფასა.

«ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი ეს გადაწყვეტილება; არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, არ უნდა გქონდეს გარკვეული ილუზია იმის, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული.

მაგრამ, მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება. ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული, მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ.

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შემდეგ კომენტარებიც გაკეთდება. მთავარი არის ჩვენი გეგმა და მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის. არ მგონია, რომ ოქტომბერში პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას»- განაცხადა  წულუკიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ირაკლი ღარიბაშვილო აქ ვდგავარ დამიჭირე-ინგა გრიგოლია

«რასაც ვამბობ ამის მტკიცებულება მაქვს და არ მიჭირს, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო რჯულის კანონის ფარგლებში ეკლესიურად»-მეუფე პეტრე

«თუ ჩაიდინა, ისიც ვიღაცამ ჩაადენინა ძალით»-ხადას ხეობაში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი