Uncategorized

«არ იყო გიორგი შენგელაია მართალი, როდესაც ივანიშვილზე თქვა უწიგნური და გაუნათლებელი კაციაო. ნამდვლად აქვს ბიძინას ერთი წიგნი წაკითხული»

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე რეჟისორ გიორგი შენგელაიას  განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რეჟისორი ამბობს რომ ივანიშვილი გაუნათლებელია:

«არ იყო გიორგი შენგელაია მართალი, როდესაც ივანიშვილზე თქვა უწიგნური და გაუნათლებელი კაციაო. ნამდვლად აქვს ბიძინას ერთი წიგნი წაკითხული – ილფი და პეტროვის ”თორმეტი სკამი”. აბა აფერისტობის და თაღლითობის ანატომიას ესეთ დონეზე საიდან ისწავლიდა?!
საქართველოს ბევრ მმართველს მოვესწარი, პატიაშვილს, გუმბარიძეს, გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს და მას. აქედან სამს ახლოს ვიცნობდი. ზოგი უზომო პატრიოტი იყო, ზოგი ექსცენტრული, ზოგი საკუთარი ერის მოძულე, ზოგი კომპრომისების ხელოვნების არმცოდნე, ზოგი შტერი, მაგრამ ასეთი ოსტაპ ბენდერი დღემდე არ გვყოლია.
სამი მილიონი კაცის გადაგდება შეუძლებელია თუ გააგდების ხელოვნება წიგნიდან არ გაქვს ნასწავლი!»-წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს

Joni Kvaracxelia

«უნდა ველოდოთ ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გამრავლებას…»-ინფექციონისტი

roma sajaia

საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს დამნაშავეები დააკავეს

დატოვე კომენტარი