განცხადებები

არ იქნება ვადამდელი არჩევნები — მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრისა და ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არავითარ შემთხვევაში არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. „გამორიცხულია (ვადამდელი არჩევნები). თვითონ იციან, რომ ამაზე ჩვენ ვართ უარს. ეს იცოდნენ ერთი თვის წინაც… მათ მოიგონეს, რომ გაყალბდა არჩევნები. ვერ ვუღალატებთ ჩვენს ამომრჩეველს — მილიონამდე ადამიანს და ვერც იმ ორ მილიონ ადამიანს, რომლებმაც საბოლოო ჯამში, შედეგების მიხედვით გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება კვლავ „ქართულმა ოცნებამ უნდა ჩაიბაროს. ამიტომ არანაირი საუბარი ახალ არჩევნებზე არ იქნება და ეს იციან ძალიან კარგად“, — განაცხადა მდინარაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს»-სააკაშვილი(ვიდეო)

ანდრიუს კუბილიუსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს

«ხელისუფლებამ წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, დაგვანებონ ჩვენ თავი»-მამა დავით ნოზაძე LGBT პირებზე

დატოვე კომენტარი