განცხადებებიპოლიტიკა

«არ იარსებებს „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „რუსთავი 2“-მოსკოვიდან დაბრუნებული «პატრიოტთა ალიანსი» განცხადებას აკეთებს

მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებული „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები განცხადებას აკეთებენ:

«რიტორიკა უნდა შეიცვალოს. ჩვენ თუ გვინდა ურთიერთობის აღდგენა, დიალოგი, ეს უალტერნატივოა. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. 30 წლის განმავლობაში სულ საუბარი მიდის — ოკუპანტი, მტერი და ა.შ. როდესაც გამოდიხარ და მუდმივად ახსენებ, რომ შენ ხარ ოკუპანტი, მტერი და ა.შ. და ამ რიტორიკას აგრძელებ, მოგება ნულია იმიტომ, რომ ამას აკეთებს მხოლოდ ის პოლიტიკური დესტრუქციული ძალა, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“,“

«გავრილოვის ჩამოყვანა კი არ იყო პროვოკაცია, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა, მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლი ამას ითვალისწინებდა და ეს კარგად იცოდნენ. მე, მაგალითად, რომ ვყოფილიყავი ორგანიზატორი, წელს და მომავალ წელსაც. ალბათ, არ ჩავატარებდი ამ ასამბლეას. როდესაც უფრო მეტად მომზადებული იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ამ ასამბლეისთვის, მაშინ, ვთხოვდი და მოვიწვევდი ასამბლეას საქართველოში. ჩვენ არ ვიცოდით, ვთქვათ, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი, მე არ დავინტერესებულვარ პროტოკოლით და რატომ, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ გამოიკვლია და ჩვენ არა. როდესაც შენ იკვლევ ამ პროცესს და ხედავ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს და ამაზე არაფერს საუბრობ, მაშინ ხარ დამნაშავე და თანამონაწილე ამ პროცესის. თქვენ გააშუქეთ მხოლოდ ერთი ნაწილი, რომ ჩამოდის გავრილოვი, მაგრამ თქვენ არ გააშუქეთ ის, რომ პროტოკოლში გაწერილი იყო მისი ქმედებები, თქვენ რატომ არ გააშუქეთ, გეტყვით, იმიტომ, რომ თქვენ ეს გაწყობდათ. თქვენ იცოდით, რომ ამის შედეგად თქვენ მოახდენდით იმ დესტრუქციულ პროვოკაციას. მალე საერთოდ აღარ იარსებებს ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურად არ იარსებებს „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „რუსთავი 2“ მათთან ერთად იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროპაგანდისტული რუპორი,“ — განაცხადა გიორგი ლომიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი-ანალენა ბერბოკი

«აფხაზებს აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა»-ირმა ინაშვილი (ვიდეო)

მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო სკოლებში ინოვაციური სისტემების დანერგვას გეგმავს

დატოვე კომენტარი