განცხადებები

«არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება»-დეკანოზი გიორგი მამალაძის გზავნილი ციხიდან

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განცხადება გააკეთა:

«მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მიწევს. ეტლს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებ. პერსონალი კარგი ხალხია, უბრალოდ, თავადაც შეზღუდვები აქვთ. ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს»

«თქვენ გგონიათ მქონდა შეწყალების იმედი? არა, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ მიემართათ, მე არ მინდოდა. არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება. შეწყალებულ პატიმრებს რაც შეეხება, მის სინდისზე იყოს ვინ და რატომ შეიწყალა. პატიმრის შეწყალება ზოგადად სათნო საქმეა, თუმცა ამას ანგარება არ უნდა ახლდეს თან»

«კვლავაც ვიტყვი, რომ მე მისთვის არ მიმიმართავს და არ ვთვლი, რომ ვინმემ მოწყალება უნდა გამოიყენოს ჩემს მიმართ. ასეთი დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ»- განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი»

roma sajaia

„მასწავლებლის სახლი“ სუსს გადაეცემა. ეს გადაწყეტილია

ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპულობა არის კარგი — სოზარ სუბარი

დატოვე კომენტარი