განცხადებებიპოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა: „საკითხზე, რაზეც პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს, პარლამენტმა თავისი მოსაზრება წარადგინა შეწყალების ახალ რეგულაციებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. როგორც იცით, ის იყო გათვალისწინებული პრეზიდენტის ახალ აქტში. შესაბამისად, ეს აქტი უკვე ძალაშია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მასზე დაფუძნებით მოხდება შეწყალების შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება.

კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთი ალტერნატივა დანერგა პატიმრებისთვის, ეს არის ალტერნატიული სასჯელის ფორმები, ელექტრონული პატიმრობა დაწესებულება, საიდანაც შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ ოჯახებს შეუერთდნენ; ეს არის ასევე პირადი სივრცეები, სადაც ოჯახს შეუძლია, რამდენიმე დღე გაატაროს თავის წევრთან; ორი დაწესებულებაა, სადაც პატიმრები სწავლობენ, მუშაობენ და ანაზღაურებას იღებენ; ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები – ვფიქრობ, ყველა ამ ალტერნატივის გათვალისწინებით, უკვე ჩვენს დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაში შეწყალება თავისთავად კარგავს თავის მნიშვნელობას, მისი სისტემური გამოყენება აღარ არის საჭირო. ის უნდა იყოს ალბათ გამოყენებული გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სხვა ალტერნატივები სარგებლობა არის შეუძლებელი და სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, თვლის, რომ კონკრეტული ადამიანი იმსახურებს გარკვეული შეღავათს.

დღესასწაულები იქნება თუ სხვა თარიღები იქნება ამისთვის შერჩეული, მე ნამდვილად არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ეს პრეზიდენტის პრეროგატივა და გადაწყვეტილებებს ამაზე იღებს პრეზიდენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვლადიმერ ზელენსკი ირანისგან ბრალის აღიარებას გამოეხმაურა

«ჩემი პატარა ბიჭი საკუთარი ხელით დავასაფლავე…ექიმებმა მომიკლეს, მაგრამ იმ ექიმებზე შური არ მიძიებია»-სოსო გოგაშვილი

«პატრიოტთა ალიანსი» ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრებს გამართავს

დატოვე კომენტარი