განცხადებები

არეულობა ვერ მოახდინეს ქვეყანაში და მოუწიათ პარტიის შიგნით-მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობაზე

ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა და მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ისინი ვერ იყოფენ ფულსა და რადიკალიზმს. ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ამ ნიშას ვინ დაიჭერს. ამ ნიშის დაკავებას რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ გარე ძალებიც ცდილობენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს და ვინ იქნება ამ სფეროს გამგებელი. ამაზეა დაპირისპირება და როცა ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა, არეულობა მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია. მათი ბუნებაა ჩხუბი, არეულობა, ქაოსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს»-ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Joni Kvaracxelia

ანდრიუს კუბილიუსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს

«ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი»-ნანუკა ჟორჟოლიანი

roma sajaia

დატოვე კომენტარი