ანალიტიკაოკუპაცია/დევნილებიპუბლიკაციები

არაფერი სათაურის გარდა

11 ნოემბერს ინტერნეტ-გამოცემა „ნიუპოსტში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიციატივას «პოპულისტურს და ხმებზე ნადირობის მცდელობას» უწოდებენ“.
ამჯერად ჩვენთან საპაექროდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კარგად მივიწყებული დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია გამოენთო. მის მიერ გამოთქმული სამართლებრივი აბსურდებისა და აბდაუბდების სერიოზულად განხილვა ნამდვილად არ ღირს. არასდროს არ ბრწინავდა ეს კაცი კონსტიტუციონალიზმში, მაგრამ არა მგონია ასე არ იცნობდეს ძირითად კანონს სასკოლო პროგრამის ფარგალში მაინც, წარმომადგენლობითი ორგანოების სისტემასა და ფორმირების წესს, ხელისუფლების დანაწილების ძალიან მარტივ პრინციპებსა და მის შტოებს შორის ურთიერთქმედებას. თუმცა არაფერია გამორიცხული. ათწლეულობით უქნარობისგან რა არ შეიძლება დაგემართოს.
მოველოდი, რომ დეპუტატთა რუპორი კონსტიტუცის მე-3 მუხლთან სრულად შესაბამისი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩვენი არცთუ რთულად აღსაქმელი ინიციატივის რაიმენაირ კრიტიკას შემოგვთავაზებდა და ეს ძალიან ნორმალური იქნებოდა. ამის ნაცვლად, ჯერ როყიოდ, ლოზუნგურად დაგვაბრალა თვალთმაქცობა, ხოლო შემდეგ ყველა დევნილის მიერ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის არჩევა გვიქადაგა 25 ხმოსანის შემადგენლობით. ახლა არ იკითხავთ რა უნდა ქნას ამდენი წვალებით გამოჩარხულმა ხმოსანთა საბჭომ? თურმე ნუ იტყვით, მისი ერთადერთი ფუნქცია იქნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ნომინირება ჯგუბურიათვის და მასსავით მუქთახორა დეპუტატებითვის. ის უფრო შორსაც მიდის. ამ ხმოსნებისგან 3 რეგიონულ საბჭოსაც ქმნის 12, 9 და 4 ხმოსნის შემადგენლობით, რომლებიც რიგ-რიგობით ადგილობრივი ბელადები იქნებიან კაცმა არ იცის რა ფუნქციით. ერთი სიტყვით, აქეთ კომპარტიის საოლქო კომიტეტის მაგვარი ქურუმთა დეპუტაცია გვეყოლება, ხოლო იქით მისი უდღეური დანამატი-დევნილების საბჭოთა ხელისუფლება (!).
ამ საქმეს მოდერნისტულადაც რომ შევხედოთ, ავტონომიის პირველი პირის საყოველთაო არჩევა და თანაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად სერიოზული ნოვაციაა მსოფლიო პრაქტიკაში. ესენი, მგონი, აფხაზეთის პრეზიდენტს ირჩევენ და ვერ გაგვიგია, თითქმის ისევე როგორც ამერიკელები. ვამბობდით ამათზე სეპარატისტები არიან-თქო და აგერ, ბატონო, კიდევ ერთი მაგალითი, ლამის დამოუკიდებლობას გვიცხადებენ შუაგულ თბილისში.
რაზე არ წავლენ საკუთარი კომფორტისა და სალაფავის გადასარჩენად ჩვენი საბჭოეთის მოტფიალე მარადუჭკნობი დეპუტატები. გადასახადის გადამხდელი, ბიუჯეტი მათ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და ეს არახალია. მაგრამ, ჯგუბურიას უკიდეგანო ფანტაზიით, აწი არა მარტო ისინი უნდა ვარჩინოთ სამიდღეშიოდ, არამედ კიდევ რაღაც ოხრობა ხმოსანთა საბჭოები, ერთი მავზოლეუმის ნაცვლად — უკვე ხუთი.
ერთი სიტყვით, სოლიდური ინტერნეტ-გამოცემის სტატიაში განსაკუთრებით საინტერესო არაფერია სათაურის გარდა. ოღონდ ,,პოპულისტურს“ ნაცვლად ,,პოპულარულს“ ჩავწერდი, როგორც სინამდვილეშია. დანარჩენზე კი მის სავარძელსმიწებებულ წარმომთქმელზე მივუთითებდი საავტორო უფლებების პატივისცემის გამო.
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

Loading…

მსგავსი პოსტები

ოლიგარქიულმა რეჟიმმა ერი გაამათხოვრა

ნუ…

15 ივლისი — 30 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი