განცხადებები

«არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო»-სამადაშვილი

«ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო. „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მარტივი არჩევანი – ან ჩაატარებენ ისეთ არჩევნებს, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება ნდობა და ჩვენ ქვეყანაში აღარ გვექნება უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ან შეეცდებიან, რომ ფორმალურად შეასრულონ ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით და მიიღებენ ისეთ პოლიტიკურ კრიზისს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელიც ჯერ არ უნახავთ. ჩემი აზრით, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიამ აღარ უნდა ჩაატაროს არჩევნები, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ამაზე რას ფიქრობს, „ქართული ოცნება“. საზოგადოების მხრიდან არ არსებობს არანაირი ნდობა მის მიმართ და მის მიერ ჩატარებული არჩევნების მიმართ. ობიექტურ ჭეშმარიტებაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება როგორ უყურებს ამას. უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი მიიღოს კიდევ ერთხელ? ეს მათი არჩევანია. თუ არ უნდათ, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არჩევნების მიმართ ქვეყანაში იყოს ნდობა. ცხადია, რომ ჟვანიას ჩანაცვლება იმ ადამიანით, ვისაც ნდობა ექნება, ამ ინტერესშია. მიმაჩნია, რომ სისტემის მიმართ ნდობა თუ გვინდა, უკეთესი იქნება, რომ თამარ ჟვანია არ იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე. როგორ წავა, სად წავა და რანაირად, ამას ვერ განვსაზღვრავ. არ მიმაჩნია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს გადამწყვეტი ფუნქცია ექნება, რომელსაც ოპოზიციიის წარმომადგენელი ოპოზიციონერი ეყოლება, მაგრამ უკეთესი იქნება პოლიტიკური გარემოსთვის, თუ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ეყოლება»- ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი»-იღუმენია თამარ გამყრელიძე

ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ევროსაბჭო ავრცელებს

მუსიკალურად უნდა აღვზარდოთ ბავშვები — ელისო ბოლქვაძე

დატოვე კომენტარი