განცხადებები

«არავინ მოვატყუოთ ხალხო…მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა?»-ნიკა მელია

«არავინ მოვატყუოთ ხალხო, ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ხვალ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები ჩატარდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა უნდა წარიმართოს — ეს ნორმალურია, თუმცა ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა? შესაძლოა, არსებობენ კოლეგები, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წლამდე უნდა მოიცადოს და მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კარს მომდგარი არჩევნები ოქტომბრის თვეში. შესაძლოა, ვინმე თვლიდეს, რომ ბრძოლაში ახლა შესვლა არ არის პრაგმატულად მისაღები. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ველზე გამოიკვეთება ბირთვი, რომელიც ალალ-მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ, რომ ბრძოლაში უკვე ჩართულები ვართ»-ამის შესახებ  ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მგო­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე…»-ნიკა არაბიძე «რუსთავი2»-ში დარჩენაზე განმარტებებს აკეთებს

საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე-სალომე ზურაბიშვილი

შსს განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი