განცხადებები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშია» -ს წარმომადგენლები ატოცში არ შეუშვეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშია»-ს ლიდერი, დავით ქაცარავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საგანგაშო პოსტს აქვეყნებს. ის აღთფოთებულია ქართული ძალოვანების დამოკიდებულებას მათ მიმართ.

«ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშია» ს წევრები ვიმყოფებით შაქშაქეთის პოსტთან.
პოლიცია ისევ არ გვიშვებს ატოცში.
ჩვენი გუნდის წევრი ლაშა ჭიღლაძე, რომელიც ბოლო 4 დღეა, მას შემდეგ რაც პოლიციამ «მოგვაშორა» ატოცს და საოკუპაციო ხაზს, გვაწვდის ინფორმაციას ატოცში და ჩორჩანა-წაღვლის ტყეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ის ეხლა ძალიან ცუდად არის.
მოგეხსენებათ, ატოცში ძალიან ცივა, ტემპერატურა ყოველდღე იკლებს, პოლიცია 2 დღეა ზედიზედ უთიშავს დენს იმ სახლს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.შედეგად, ლაშა ჭიღლაძე გახდა ავად.
მასთან არ გვიშვებენ, 3 დღეა ვაფიქსირებთ და ვაყენებთ საქმის კურსში გენერალურ ინსპექციას, თუმცა არანაირი რეაგირება არ არის.
დავრეკეთ დაახლოებით ნახევარი საათის წინ 112 და მოვითხოვეთ საპატრულო ეკიპაჟის ჩამოსვლა, რათა დაგვეფიქსირებინა ის ქმედებები, რასაც ჩადიან პოლიციელები.
ასევე დაახლოებით ნახევარი საათია რაც გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა.
ვიცი, დიდი იმედი გაქვთ, რომ ჩვენ პატრულირებას დაგვასრულებინებთ.
ტყუილად გაქვთ ეს იმედი.
პატრულირება გაგრძელდება და ჩვენ არ მოგცემთ უფლებას წყნარად გადააბაროთ ჩვენი მიწა-წყალი ოკუპანტებს.
გახსოვდეთ,
დრონი მეფობენ და არა ქოცები.

ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!»- წერს დავით ქაცარავა.

paqtebi.ge 

Loading…

მსგავსი პოსტები

ამერიკის ელჩი NATO-ში: თუ გინდა გახდე ნატო-ს წევრი, შენ უნდა გქონდეს ნამდვილი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და თავისუფალი მედია…

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-სპიკერის, მავგოჟატა გოშიევსკას განცხადება

Joni Kvaracxelia

ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ „ნაცები“-მეუფე იაკობი

roma sajaia

დატოვე კომენტარი