სხვადასხვა

ანიტასთვის გულის გადანერგვაზე თანხმობა ბელარუსმა განაცხადა

დღეს facebook-ჯგუფის „ანიტასთვის“ ოჯახის ახლობელმა მარიკა ხუციშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამ უარი უთხრა.

როგორც „პრაიმტაიმს“ პატარას ბებია თამუნა გლურჯიძე უამბობს, იტალიაში საქართველოს ელჩი დღეს შეხვდა ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელს და უარი მისგან მიიღო.

რამდენიმე წუთის წინ კი ბებიამ სოცილაურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კარგი ამბავი ამცნო საზოგადოებას.

„ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელარუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება“,- წერს ბებია.

პრაიმტაიმი

Loading…

მსგავსი პოსტები

დაპირისპირება ლენტეხში-მთავრობის წარმომადგენლებს ჰესების საკითხის გამო საჯარო განხილვის საშუალება არ მისცეს(ვიდეო)

დაიწყება თუ არა ევაკუაცია თბილისში?!-სეისმოლოგების საგანგებო განცხადება (ვიდეო)

roma sajaia

ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებაზე პოზიციას გამოხატავს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი