მსოფლიოშიპოლიტიკა

ამ წუთებში ნორმანდიული შეხვედრა მიმდინარეობს

უკვე სამი საათია, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს ოთხეულის შეხვედრა, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, დასრულდება თუ არა უკრაინის აღმოსავლეთში ხუთწლიანი საომარი მოქმედებები.

სამწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა ტარდება, რომელშიც მონაწილეობენ: ვლადიმერ ზელენსკი, ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი და შეხვედრის მასპინძელი, ემანუელ მაკრონი. პროცესს კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ აუდიენცია, რომელიც მოლაპარაკებების შემდეგ უნდა გაიმართოს.

შეხვედრის პარალელურად კიევში საპროტესტო აქცია იმართება. სადაც ვლადიმირ ზელენსკის პუტინთან საუბრის დროს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«არასდროს შევურიგდებით ყირიმის უკანონო ანექსიას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას»-ლიეტუვის პრეზიდენტი

ნიგერია: ბორნოში ისლამური დაჯგუფების ბოევიკებმა ათეულობით ადამიანი მოკლეს

პარლამენტში შემსვლელ დეპუტატთა სია ენმ-დან

დატოვე კომენტარი