ანალიტიკა

«ამ ორ ფიგურას შორის აქვს არჩევანი ქართველ ამომრჩეველს» — თეიმურაზ ზაქრაძე

როგორც მოქალაქე ვიღებ მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს.
ვაფასებ მის მიერ შეცდომების აღიარებას.
შეცდომის აღიარება და ბოდიშის უნარი ძლიერი პიროვნების თვისებაა.
მინდა შეცდომების გამოსწორების შანსიც რომ ჰქონდეს.
პოლიტიკური თვალსაზრისით მიშას ამ ნაბიჯმა უკიდურესად დაზაფრა ხელისუფლება და მისი ყოფილი გუნდი.
ძალიანაც მომწონს ყოფილი გუნდი ასე რომ ანერვიულდა.
არასდროს დამიმალავს და ღიად ვადანაშაულებ ბოკერიას გუნდს ოლიგარქიული ინტერესების ლობირებაში ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მერეც.
ამიტომ მშვენიერია «ევროპული საქართველო» ასე ნერვიულად რომ ემიჯნება სააკაშვილს.
ეს მიშას პლიუსია.
ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ იმ დროიდან ბოკერიას გუნდი ეწეოდა საბოტაჟს საკუთარი პარტიის და ქვეყნის წინააღმდეგ სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ.
ნამდვილად არ არის სააკაშვილი ანგელოზი, მისი პოლიტიკა არაერთხელ გამიკრიტიკებია, მაგრამ დღევანდელ რეალობაში უბრალო ამომრჩევლისთვის პოლიტიკური პარტიების შიდა «რაზბორკები», მათ მიერ » დახატული» რეალობა თუ დაპირებები საღ აზრს არის მოკლებული და დიდი ხანია ხალხს აღარც აინტერესებს.
ამ ეტაპზე ხალხისთვის არის ორი მთავარი პოლიტიკური ფიგურა ბიძინა და მიშა. ამ ორ ფიგურას შორის აქვს არჩევანი ქართველ ამომრჩეველს.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

5 ფაქტი მომავალ მთავრობას თუ რატომ ზღვა

ძალაუფლების ახალი გადაბარების პროცესი დაიწყო

ის რაც ვირუსზე მეტად გვანადგურებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი