განცხადებებიპოლიტიკა

«ამერიკელები ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას ამზადებენ»

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი „ალიასთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს:

— რამდენიმე მხრიდან უტევენ ბიძინას. ამერიკული ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა აქ, როგორც დესანტი, დევიდ კრამერი და ვიღაცები. ეს ადამიანები იმისთვის იყვნენ ჩამოსულები, რომ მოემზადებინათ საფუძველი ბიძინას გადაყენებისა და სააკაშვილის დაბრუნებისა. ვითომ ჯონ მაკეინის სახელობის კონფერენცია, სინამდვილეში იყო საფარველი, სხვა არაფერი. ირმა ინაშვილი იქ რომ შეუვარდა, თავის საქმეზე შევარდა, რადგან გიგა ბოკერია ნაბიჭვარმა კონფერენციაზე გალანძღა ინაშვილი, მერე ჩაიშალა ეს კონფერანცია. ბოლომდე რომ გაგრძელებულიყო, ბოლომდე მისულიყო, დაიწყებოდა ქართველი ხალხის ტვინების გამორეცხვა, ბიძინას გაშავება, მიშას და „ნაცების“ „გათეთრება“ და იმის მტკიცება, რომ „ნაცები“ თუ არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიტყვი და რაც ვთქვი, ამასთან გარკვეულ კავშირშია. სანდრა რულოვსმა ამასწინათ სიტყასიტყვით ასე თქვა: „ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“. სანდრამ ეს იმ კონტექსტში თქვა, ვითომ რუსეთის კაცი, გახარია გახდა პრემიერი, გახარის დასვა რუსეთმა და ბიძინა აღარ სჭირდება, მას რუსეთი მოიშორებსო. რუსეთი აქ არაფერ შუაშია, ჩემი აზრით, სანდრას წამოსცდა ის, რაც სადღაც გაიგო, სადღაც იგეგმება ბიძინას მოშორება, მოკვლა. სად? სანდრა არის ამერიკის სპეცსამსახურების აგენტი, ეს მის ქმედებებს არაერთხელ დაუმტკიცებია, მან ამერიკის სპეცსამსხურების თანამშრომლებისგან თუ თანამშრომლისგან მოისმინა ეს და როდესაც გიორგი გახარია დაამტკიცა პარლამენტმა, ცხელ გულზე ეს თქვა სანდრამ იქვე, პარლამენტთან აქციაზე. მერე კი დააყოლა. რუსეთი მოიშორებსო, მაგრამ ეს შეცდომის გამოსასწორებლად თქვა. მე ვფიქრობ, ამერიკა აპირებს ბიძინას ლიკვიდაციას და ამერიკელები ასეთ გადაწყვეტილებას ბოლომდე მიიყვანენ. ბიძინა ივანიშვილი უკვე ამერიკელების სამიზნეა, მე ასე ვასკვნი. გარდა მაგისა, ივანიშვილი არის „ნაცებისა“ და მაგათი სატელიტი პარტიების სამიზნე, ეს „მთავარი არხი“ ქვეშაჯვია და მეტრაკე გვარამიას თამადობით ცალკე ებრძვის. ამას დაამატე მამუკა ხაზარაძის „ლელო“, სუპერლიბელარული ჯგუფით, რომლებიც მზად არიან, დღესვე მოაწერონ ხელი, რომ საქართველოში კაცი კაცზე და ქალი ქალზე დაქორწინდეს, ოჯახის შექმნის უფლება მიეცეთ. მე ეგ ხალხი დავინახე, მე იქ ვაჟკაცი კაცი და ქართველი ვერ დავინახე. ბიძინა ივანიშვილს დასაყრდენი საერთოდ არ გააჩნია. ვინ უნდა დაიცვას, რამე რომ იყოს? ვინ? გიორგი გახარიამ? ამ წარსულში „ნარკობარიგების“ მფარველმა? ვახტანგ გომელაური კიდევ ვიცი, რომ არ უღალატებს და მისი ერთეულია, ირაკლი ღარიბაშვილიც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გიორგი გახარია, ადრე გითხარი, კრემლში, სტატისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა. მითხრეს, რომ რუსეთი მთელ პოლიტიკურ ელიტას იცნობს და მათთან კავშირები აქვს და მაგის ნდობა არ შეიძლება, როდის რა მოუვა თავში თუ რას დაავალებენ, ღმერთმა უწყის. რამდენიმე ზარბაზანია დამიზნებული ივანიშვილზე და როდის რომელი გაისვრის, არავინ იცის.»

წყარო:ალია

Loading…

მსგავსი პოსტები

«ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში…»-სააკაშვილის ვიდეომიმართვა

roma sajaia

მთავარი არხის ხელმძღვანელობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის რეკლამირებაზე უარს ამბობს

Joni Kvaracxelia

«სააკაშვილის სისტემაც და ივანიშვილის სისტემაც ქურდულ სამყაროს ერთადერთი მიზეზით ებრძვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ქურდებიო»-უსუფაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი