სხვადასხვა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საჩუქარი კარავებში მყოფი სამოქალაქო აქტივისტებისთვის

როგორც მოგეხსენებათ სამ თვეზე მეტია საქართველოს პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქციები, სამოქალაქო აქტივისტები 24 საათის მანძილზე იმყოფებიან ადგილზე და ღამეებს ათენებენ. ამ რთული პირობების მიუხედავად არ წყდება რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მუხტი. შეგახსენებთ რომ გუშინ კარავი გაშალა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ასევე «მოძრაობა თავისუფლებისთვის» ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად კუპრავამ. მისი განცხადებით ის და მისი თანამებრძოლები იქნებიან კარვებში სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. გუშინ საღამოს ზვიად კუპრავამ ასევე აღნიშნა რომ ყოველდღიურად ისინი სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ. და აღნიშნული კარავი შეასრულებს ასევე ოფისის მოვალეობას. ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება რომ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალზედ აქტიურად არიან ჩართულები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და სწორედ ასეთი მხარდამჭერი აქტი განახორციელეს დღესაც ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა კერძოდ ლია გრინმა ია ხაჩიძე -ბაიარდმა, მიშიკო და მაკა ქავთარაძეებმა. სწორედ მათი დახმარებით მიუტანეს სურსათ სანოვაგე კარვებში მყოფ ქართველ სამოქალაქო აქტივისტებს. P.s. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი სწორედ თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლო უძლიერესი ქვეყნიდან მოხდა ეს დახმარება და ორგანიზაციასაც ჰქვია «მოძრაობა თავისუფლებისთვის».

   

 

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ლევან ვასაძე მასობრივი არეულობითა და ხელისუფლების დამხობით იმუქრება-«არ გაბედოთ»

სტიქაროსანი და მეუფეს დაცვა ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირსპირდნენ-რა მოხდა ზუგდიდში? (ვიდეო)

ლისის ტბის მიმდებარედ 45 წლამდე მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი