სოცქსელი

ისტორიული ამბავი ხელოვნების მუზეუმზე

ახლა მოგიყვებით ამბავს მე-19 საუკუნის ქართველი პოეტის, მთარგმნელის, ბიბლიოგრაფის, კალიგრაფისტის, კოლექციონერის, მოგზაურის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, გიორგი ავალიშვილის (1769-1850), საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და მასთან დაკავშირებული თბილისური ლეგენდის შესახებ. შევეცდები ძალიან მოკლედ გიამბოთ, გრძელი პოსტები მეც არ მიყვარს. 1819-1820 წლებში გ. ავალიშვილი დიპლომატიური მისიით გაემგზავრა საზღვარგარეთ (მის სხვა დამსახურებებზე აქ არ ვილაპარაკებ). კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, კაირო- იერუსალიმი, ასეთი იყო მარშრუტი. ეს მოგზაურობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ძველი ქართული მწიგნობრობისა და ლიტერატურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება/ოდა ეგვიპტელი ქურუმი გოგონას — თახარისის მუმია (ადრეც დავწერე აქ), რომელიც მე-19 საუკუნეში გიორგი ავალიშვილმა კაიროდან ჩამოიტანა. გადმოცემით, მას მუმია 2 ათას ოქროდ შეუძენია. სარკოფაგის წარწერიდან ცნობილია, რომ ქურუმი გოგონა ქალღმერთ მუტის მსახური ყოფილა. გიორგი ავალიშვილს მუმია რომ შეუძენია, მხარზე მოკიდებულს მთელი ეგვიპტე შემოუვლია. უკანა გზაზე საზღვარზე ტვირთს არ ატანდნენ და ასეთი ეშმაკობისთვის მიუმართავს — მესაზღვრეებისთვის უთქვამს, ბებია მყავდა პირამიდების სანახავად წამოყვანილი ეგვიპტეში, მოულოდნელად მომიკვდა და ახლა სამშობლოში მივასვენებო. 🙂 ასე ჩამოუტანია თბილისში მუმია. გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისის პრესაში დაიბეჭდა შემდეგი ამბავი: მე-19-ე საუკუნეში ზემოთ ხსენებული მუმიის მცველი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილა. მის სიკვდილს უცნაური ამბავი უძღოდა. ღამის მორიგეობის დროს, დარბაზიდან, სადაც მუმია ინახებოდა (მინახავს ეს მუმია,, შუშისსახურავიან სარკოფაგში ესვენა. გამიგია, რომ მუზეუმი, რომელსაც მუმია »ჰყავს,» პირველი კატეგორიის მუზეუმად ითვლება), მას რაღაც ხმაური გაუგონია. მცველს იმ დარბაზში შესვლის უფლება არ ჰქონია და ჟანდარმერიისთვის უცნობებია. ორი დღის შემდეგ კი ის გარდაცვლილი უპოვიათ. დამნაშავისთვის ვერ მიუგნიათ და საქმე გაუხსნელი დარჩენილა. ცხადია, მცველის უცნაური გარდაცვალება მუმიის წყევლას დაუკავშირეს. ნუ, ისიც ცხადია, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა, თუმცა, სწორედ ასეთი ლეგენდებით (შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეების »მოჩვენებებს» ვგულისხმობ) იზიდავს მთელი ინგლისი-შოტლანდია ტურისტებს. სპეციალურ ტურებსაც კი აწყობენ იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც »მოჩვენებები» პერიოდულად ჩნდებიან.

თინი დოლიძე

ფოტოზე: საქართველოს ხელოვნების მუზეუმი 1950 წ.

Loading…

მსგავსი პოსტები

სააკაშვილი მოუწოდებს კიევს, უკრაინელ რესტორატორს, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა სანქციები დაუწესოს

Joni Kvaracxelia

«ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თობაზე გამოძიების ვერსია ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას»-ოთო კახიძე

„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას»-მანანა არჩვაძე-გამსახურდია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი