მსოფლიოში

ალექსეი ნავალნის რუსეთში 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი მომდევნო 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს ციხეში იმის გამო, რომ მანამდე შინაპატიმრობაში იყო.

რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, «ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება».

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მაშინ დააკავეს, როცა ბერლინიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ბერლინში ის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პუტინსა და მერკელს შორის სატელწფონო საუბარი შედგა

«Human Rights Watch» ბელორუსის ხელისუფლებას აკრიტიკებს

ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო რუს კოლეგას გაესაუბრება

დატოვე კომენტარი