პუბლიკაციებიფოტო/ვიდეო

ათსაათიანი მიწისმთხრელობა წარმატებით დაგვირგვინდა

ინდოეთის ერთერთ ქალაქში მოქალაქეებმა ქუჩაში დედა სპილო ნახეს, რომელიც აქტიურად თხრიდა მიწას. არავინ ჩარეულა მის საქმიანობაში. უბრალოდ აკვირდებოდნენ. ცხოვრელი 10 საათი თხრიდა მიწას და როგორც ჩანს, დაიღალა. ბოლოს თავი აწია შეხედა ადამიანებს და მთელი თავისი არსებით აშკარად დახმარება ითხოვა.

ადამიანები ფრთხილად მიუახლოვდნენ ორმოს. აღმოჩნდა, რომ ეს ძველი ამომშრალი ჭა იყო. კედლები დიდიხნის ჩაცვენილი ჰქონდა, მაგრამ თხრილი მიწაში საკმაოდ ღრმა იყო.
სპლყვს სწორედ იქ ჩავარდნა მოუხერხებია და მის ამოყვანას ცდილობდა დედა სპილო.
დიდხანს არ უფიქრია ხალხს. მიიღეს გადაწყვეტილება, ჭის ერთი მხრიდან ამოეჭრათ მიწა და აღმართი შეექმნათ. მოიტანეს ბარები და მუშაობა გაჩაღდა.

გონიერმა ადამიანებმა ზუსტად 40 წუთში გააკეთეს ის, რაც ვერ შეძლო ძლიერმა ცხოველმა და ჭის ერთი მხარე კედლის ნარჩენებისგან გაწმინდეს და თავდაღმართად აქციეს და თავად გვერდზე ისე გადგნენ, რომ დედა სპილოს სპლიყვს დახმარების საშუალება მისცეს.

დედამ ხორთუმით შვილი აწია და ადამიანების მიერ მოწყობილ დაღმართზე დააყენა. კიდევ წუთი და სპლიყვი უკვე მყარად იდგა მიწაზე. წარმატებით დასრულებულ ისტორია ადამიანებმა ტაშით დააჯილდოვეს.

მოამზადა ქეთევან ჩემიამ

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გადარჩენის ოპტიმალური გზები ურთულეს სიტუაციაში!!!

Joni Kvaracxelia

«ნუ გავხდებით პანიკის მსხვერპლები»

«2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ სააკაშვილი ციხეში იქნება»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი