covid-19მსოფლიოში

ავღანეთში მყოფ 28 სამხედროს დაუდგინდა კორონავირუსი

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან.

სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატო-ს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

roma sajaia

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა

roma sajaia

დე ფაქტო აფხაზეთში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა

დატოვე კომენტარი