მსოფლიოში

ავღანეთში აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში მასშტაბურ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე პირი კი, დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთით, ლოგარის პროვინციაში, ქალაქ პულ-ე-ალამში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი საოჯახო სასტუმროსთან აფეთქდა, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლებში ფანჯრის მინები რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც ჩაიმსხვრა.

Loading…

მსგავსი პოსტები

დიდ ბრიტანეთში შესაძლოა პირბადის ტარების წესები გამკაცრდეს

საპროტესტო აქციები ბეირუთში არეულობაში გადაიზარდა

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დატოვე კომენტარი