მსოფლიოში

ავსტრალია ცეცხლის ალშია გახვეული

ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძრებმა ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქი ბალმორალი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს. , ცეცხლმა პატარა ქალაქი თითქმის ყველა ნაგებობა გადაწვა. ხანძარმა დასახლებულ პუნქტამდე უკვე მეორედ, ქარის მიმართულების შეცვლის შედეგად მიაღწია. ბალმორალში დაახლოებით 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე მეხანძრე დაშავდა.

ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას უკვე 9 ადამიანი ემსხვერპლა. 18 დეკემბერს საშუალო ტემპერატურამ ავსტრალიაში 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31 ათასს გადაცდა

ციურიხში რასიზმის გასაპროტესტებლად ქუჩაში 10 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა

ბორის ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა

დატოვე კომენტარი