სხვადასხვა

ავიარეისების განრიგი რომლითაც საქართველოს მოქალაქეეებს დააბრუნებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები — Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

13 ივლისი — ვარშავა,

15 ივლისი — ბარსელონა,

17 ივლისი — რომი,

22 ივლისი — პარიზი,

28 ივლისი — ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას 12:00 საათზე გააკეთებს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი