მსოფლიოში

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების მექანიზმი დაამტკიცა ევროკავშირის საბჭომ

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების მექანიზმი დაამტკიცა. დოკუმენტით განსაზღვრულ სანქციებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ გამოიყენებენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, მონაწილეობენ ან დაკავშირებულნი არიან ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან.

სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და მათთვის აქტივების გაყინვას მოიცავს.

სანქციების ასამოქმედებლად საბჭომ ადამიანის უფლებათა დარღვევის 12 საბაზისო კრიტერიუმი გაწერა. მათ შორისაა გენოციდი, წამება, ადამიანით ვაჭრობა, სექსუალური ძალადობა, მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებების შეზღუდვა.

სანქციების ახალი რეჟიმი ძალაში 8 დეკემბრიდან შევა და ევროკავშირის ტერიტორიაზე იმოქმედებს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო დანაშაული ჩადენილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ისრაელმა „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი დაბომბა

roma sajaia

ეპიდსიტუაცია საფრანგეთში

პორტუგალიაში კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა

დატოვე კომენტარი