სხვადასხვა

«აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავსო…თუ მოულოდნელად მოვკვდი იცოდეთ, რომ მკვლელი ის პირია»-32 წლის მამაკაცი პოლიციისგან შველას ითხოვს

მე თუ მოულოდნელად მოვკვდი იცოდეთ, რომ მკვლელი ის პირია, ვინც ერთი თვის განმავლობაში თავს ორჯერ დამესხა» — 32 წლის ვალერი ჩიტაია პოლიციას დახმარებას სთხოვს.

ჩიტაიას თქმით, პირველად მისი თანამშრომლის მეუღლე, დათო გოგოლაძე რამდენიმე მამაკაცთან ერთად თავს 20 თებერვალს დაესხა. ჩხუბში ვალერი ჩიტაიამ თავისა და სახის დაზიანებები მიიღო. ამბობს, რომ თავდამსხმელებს გაექცა და გზად ტაქსი გააჩერა. დაზარალებულმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა და დაზიანებების ხარისხის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტარა.

„დათო გოგოლაძის მეუღლე ჩემი თანამშრომელი იყო. მასთან ისეთივე დამოკიდებულება მქონდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენთან. თუ არ ჩავთვლით ისეთ შემთხვევებს, როცა მძიმე საქმის კეთება უწევდა და ვცდილობდი დავხმარებოდი, რადგან ორსულად იყო. ჩვენ აზერბაიჯანულ კომპანიაში ვმუშაობთ და მძიმე ყუთების გადატანა გვიწევს. რა უნდა და რას მერჩის დათო გოგოლაძე წარმოდგენაც კი არ მაქვს», — ამბობს ჩიატაია და მის მიმართ მეორე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

„12 მარტს ექიმთან მივდიოდი და ავტობუსის გაჩერებაზე, პრიდაპირ პოლიციის შენობის წინ დამესხა თავს. ეს უკვე ამ ადმაიანისგან მეორე შემთხვევა იყო. მირტყამდა და თან მემუქრებოდა, ან საჩივარი გამოიტანე პოლიციიდან, ან ისე აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავსო. გამვლელებმა გადამარჩინეს. თავისუფლად გრძნობს თავს, ქუჩაში ჩვეულებრივად გადაადგილდება და ისევ ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებს. მე კი ისევ მივმართე პოლიციას და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი ამ შიშში ცხოვრება არ ვიცი. არ ვარ დაზღვეული, რომ ხვალ უარესს არ იზამს. გოგოლაძის მიზანია, დაშინებით გამომატანინოს განცხადება პოლიციიდან. ამას არავითარ შემთვევაში არ ვიზამ. დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. ის საშიში არამხოლოდ ჩემთვის, არამედ — მთელი საზოგადოებისთვისაა. მოვითხოვ, დამნაშავის დასჯას ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს» — აცხადებს დაზარალებული.

ვალერი ჩიტაიას მიერ ხსენებულ დავით გოგოლაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდებას, რადგან მას ტელეფონი გამორთული აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჩიტაიას საქმეში ერთი პირია ინდენტიფიცირებული, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) აღიძრა.

პრაიმტაიმი

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ»-ირმა ინაშვილი

Joni Kvaracxelia

სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის ბრალდებით ორი მაღაზია დააჯარიმეს

Joni Kvaracxelia

თბილისში 8 წლის გოგონა გარდაიცვალა-მოზარდი კლინიკაში 1 კვირა იმყოფებოდა

დატოვე კომენტარი