covid-19

აბიტურიენტს რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარებას შეძლებს

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შვედეთის პრინცესა ექთანის პოზიციას იღებს COVID-19– ის წინააღმდეგ საბრძოლველად

ავღანეთში მყოფ 28 სამხედროს დაუდგინდა კორონავირუსი

კოვიდსტატისტიკა საფრანგეთში

დატოვე კომენტარი