სოცქსელი

«აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ»-ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია «გამარჯვებული საქართველოს» ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«როგორც იქნა ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევარდებით.

19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო.

28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარმეთქი. თუ რამე გინდოდათ მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს.

აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ.»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებულები თუ მოინახულეს სასულიერო პირებმა? ქართველების მკვლელი მარეკ დუდაევი რომ იყო ციხეში, იმას ლამის დღეში ათჯერ აკითხავდნენ»

ვის და რატომ უხდის ბოდიშს სერგი კაპანაძე?

ვისთვის არის საპენსიო სქემიდან გასვლა შესაძლებელი?-ამისთვის დრო მხოლოდ 2 თვე გაქვთ

დატოვე კომენტარი