სკანდალი

ჰუმანიტარული დახმარებისთვის კრემლმა ანგარიში წარუდგინა აშშ-ს

BBC-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს ანგარიში 660 ათასი დოლარის ოდენობით წარუდგინა, სამედიცინო აღჭურვილობისა და დამცავი მოწყობილობებისთვის, რომელიც 1 აპრილს ჰუმანიტარული დახმარების სახით მიაწოდა. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი უსარგებლო იყო.

ის ფაქტი, რომ ამერიკული მხარე დათანხმდა გასული თვის დასაწყისში შეერთებულ შტატებში გადაზიდული ტვირთის ზუსტად ნახევრის გადახდაზე, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავმა An-124 «Ruslan» დაეშვა ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტში.

უამრავი კომენტარი გაკეთდა შეერთებულ შტატებში ჩამოსული «ჰუმანიტარული ტვირთის» ირგვლივ რომელიც შეფასდა კრემლის მორიგ «პროპაგანდის ხაფანგად».

Twitter- ის საკუთარ გვერდზე, ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილმა კომანდორმა, გენერალ ბენ ჰოჯგმა დაწერა, რომ მოწოდებული ტვირთი «იყო არა საჩუქარი კრემლისგან, არამედ საჩუქარი კრემლისთვის».

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შალვა თათუხაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილია!?

რატომ უჩივლა საკუთარ დედას პრემიერმა ბახტაძემ? (ვიდეო)

გაივლის თუ არა დავით ზალკანიანი 2 კვირიან კარანტინს?

დატოვე კომენტარი