მსოფლიოში

ჰონგ კონგის პროდემოკრატიული მედია მაგნატის სასამართლო პროცესი იწყება

პროდემოკრატიული მედიის მაგნატი, ჯიმი ლაი ჰონგ კონგის სასამართლოში, დიდი ხნის ნანატრი სასამართლო პროცესის წინაშე წარსდგება ბრალდებით «უცხოურ ძალებთან თანამშრომლობა».

76 წლის ლაი ბრალდებას უარყოფს. თუმცა 2020 წლის დეკემბრიდან პატიმრობაში მყოფს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ის დააკავეს ეროვნული უსაფრთხოების კანონის მიხედვით, რომელი კანონის გამოყენებაში ჩინეთს ბრალს სდებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

მისმა საქმემ გამოიწვია საერთაშორისო პროტესტი და ფართოდ განიხილება, როგორც ჰონგ კონგის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გამოცდა.

ბ-ნი ლაი, რომელიც სასამართლოში ორშაბათს გამოცხადდა ციხის მცველებთან ერთად, არის ერთ-ერთთაგანი 250-ზე მეტი აქტივისტთაგან, კანონმდებელთაგან და მომიტინგეთაგან, რომლებიც 2020 წლიდან დაკავებულები არიან ეროვნული უსაფრთხოების კანონის (NSL) შესაბამისად და ამბოხების ბრალდებით. სასამართლო პროცესი, რომელიც ერთი წლით გადაიდო, სავარაუდოდ, დაახლოებით 80 დღეს გაგრძელდება.

პეკინი, რომელმაც NSL (ეროვნული უსაფრთხოების კანონი) შემოიღო 2020 წელს მასობრივი პროდემოკრატიული პროტესტის საპასუხოდ, ამტკიცებს, რომ კანონი საჭიროა არეულობის ჩასახშობად. ის ლაის მოღალატედ მიიჩნევს, რომელიც ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების შელახვას ცდილობდა, თუმცა კრიტიკოსების თქმით, ლაის შემთხვევა პეკინის მიერ ჰონგ კონგზე კონტროლის გამკაცრების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

NSL-ის ბრალდებების გარდა, ის ასევე ბრალდებულია კოლონიური ეპოქის კანონზე ამბოხების ხელშეწყობის მუხლით, რომელიც ეფუძნება მის ტვიტერპოსტებს, ინტერვიუებსა თუ სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნდა ახლა უკვე დაშლილ გაზეთ Apple Daily-ში, რომელსაც ის ფლობდა.

მსგავსი პოსტები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციების სია გაუფართოვა

იტალიის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 3,5 თვით გახანგრძლივებას ითხოვს

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დატოვე კომენტარი