კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებლის გამოვლენის შემდეგ ჰოლანდიის ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში 14 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადით ნაწილობრივი კარანტინი წესდება. გამკაცრებული რეგულაციების ფარგლებში იხურება ბარები და რესტორნები. იკრძალება 30 ადამიანზე მეტის შეკრება. 13 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებისთვის კი, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. საღამოს საათებში იკრძალება ალკოჰოლის გაყიდვა.
Loading…