ჩვენი მეგობარი ჰარცელი და სხვა ელჩები იმკიან იმას, რაც დათესეს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ შენობა, ვიდრე შსს-სგან არ მიიღებდა გარანტიას ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების შესახებ.
„საერთოდ, ცხოვრებაში ვარ კორექტული დამოკიდებულების მომხრე, მათ შორის, ადამიანებს შორის რაც არ უნდა დაპირისპირება იყოს. იმავდროულად, ხელისუფლებამ არ უნდა მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ ადამიანები გახდნენ დაუნდობელი და სტრესული ფაქტორების მატარებელი. არ უნდა შეუვარდე ოპოზიურ პარტიას ოფისში სპეცრაზმით, არ უნდა დააპატიმრო პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, არ უნდა აწამო, აწვალო და არ უნდა აიძულო, დაარღვიონ ეთიკის აღიარებული ნორმები.
ჩვენი მეგობარი ჰარცელი და სხვა ელჩები იმკიან იმას, რაც დათესეს. როდესაც მე მათ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა, რუსი ოლიგარქის პოლიტიკური გადარჩენა და მისი რეჟიმის შენარჩუნება, მთვლიდნენ რადიკალად და ფიქრობდნენ, რომ ღრმად ვცდებოდი. ახლა უკვე თვითონვე დაინახეს, რომ მათი საელჩოები გახდა დასაცავი მმართველი პარტიის „ბაევიკებისგან“, ანუ ეს დათესეს ამ ელჩებმა მათ შორის“, – განაცხადა ნათელაშვილმა