ჰარვარდის უნივერსიტეტი უარს აცხადებს ფედერალური მთავრობის დახმარების ფარგლებში მიღებულ თანხებზე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.
„განვაცხადეთ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგება პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ პოლიტიკოსებისა და სხვების ფოკუსირებამ აღნიშნულ პროგრამაზე შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ამ პროგრამაში მონაწილეობას, რომლის მიზანია სტუდენტებისთვისა და ინსტიტუციებისთვის დახმარების გაწევა. შედეგად, ჰარვარდის უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო არ მიიღოს ეს კანონით გამოყოფილი თანხები“, – ნათქვამია განცხადებაში.
Loading…
