ქეთევან წამებულის შესახებ ინფორმაციების მოპოვების მცდელობამ უამრავ ისტრიული მოვლენას ჩამახედა. მათ შორისჰარემის თემასაც, რადგან ქეთევან დედოფალმა იქ მოხვედრას სიკვდილი ამჯობინა.
სანამ თემაზე მუშაობას შევუდგებოდი, ასე მეგონა ყველა ჩვენთაგანს ჰარემზე ყველაფერი გაგონილი და კინოფილმებში ნანახი გვქონდა. ამდენად რაიმე ახლის აღმოჩენის იმედი არ მქონია. მაგრამ როცა უკვე მზა ნაწერი ჩემს თანამოსაუბრეს სტას ქაქუჩაიას — ფსიქოლოგს შესაფასებლად და საბოლოო აზრის გადმოსაცემად გადავუგზავნე, მივხვდი, რომ: ჰარემთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო კიდევ თუ გაიგეთ — სწორედ მისი დამსახურებაა.
სიტყვა ჰარემის გაგონებაზე თვალწინ წარმოგვიდგება აღმოსავლური ზღაპარი — შადრევნების ჩუხჩუხი, ფარშევანგების კივილი და ძლივძლივობით ტანდაფარული მზეთუნახავების აღმოსავლური ცეკვა.
რეალობა სულ სხვა იყო…
თურმე…
ძლიერ რელიგიოზურ მუსულმანურ ქვეყნებში ტრადიციისამებრ დღემდე გავრცელებული თანამედროვე ჰარემები ჩვენს ზოგად წარმოდგენას მის შესასხებ სრულიად არ შეეფერება, მეტიც სრულიად განსხვავებულია. თუმცა ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მცირერიცხოვან ისლამურ დასახლებებში პოლიგამიური ქორწინება ყველასთვის მომგებიანია: ჰარემში ქალები იშვიათად შიმშილობენ, ბავშვები ნაკლებად ავადმყოფობენ, ასეთ ოჯახებში მეტი საქონელი და შემოსავალია, ვიდრე მონოგამიურ ოჯახებში. თანამედროვე პოლიგამიური ოჯახები ჰარემის პრინციპზეა აგებული. მაგალითად: ტანზანიაში, სადაც მუსულმანები მხოლოდ ოცდაათი პრცენტია ხოლო ქრისტეიენები 60 პრცენტი პოლიგრამიურ ქორწინებაში იმყოფება ყოველი მეოთხე გათხოვილი ქალი. სვაზილენდში, სადაც მოსახლეობის 82.7 პროცენტი ქრისტიანებია, მეფე მსვატი მესამე ჰარემში 15 ქალს ინახავს და 25 შვილი ჰყავს. ამასთან ყოველ უმხლანგას დღესასწაულზე ახალ საცოლე-საპატარძლოს ეძებს. ტახტის მფლობელის წინაშე ასობით ნახევრად შიშველი ქალი ეჯიბრება ერთმანეთს მრავალსაათიან ცეკვებში, რომლის დასრულებისთანავე მეფე იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მათგანი შეავსებს მისი მზეთუნახავების კოლექციას. მაგრამ 47 წლის მსვატმა ცოლების სიუხვით ჯერაც ვერ გაასწრო საკუთარ მამას მეფე სობუზა მეორეს, რომელმაც რიგით 70-ე ცოლი წარმატებით შეირთო. არც ისე დიდი ხნიდან ჰარემი აქვს ჩრდილოეთ კორეას ლიდერს. პრესის ცნობით კიმ ჩენ ინმა 2011 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გააუქმა მისი ჰარემი და რამდენიმე ხანი ნომოგამენის დემონსტრირება მოახდინა. ერთადერთი ცოლის მომღერალი ლი სოლ ჩჟესადმი ერთგულება სამუდამოდ დათქვა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა: გოგონას გაჩენის და პადაგრის მკურნალობის შემდეგ ჩაატარა მზეთუნახავების კასტინგი და განაგრძო მრავალცოლიანობის ტრადიცია. ასევე, ხაფეზ ალ-ასადი — სირიის 70 წლის პრეზიდენტი ერთი წელია რაც გარდაიცვალა. მისი შვილის — ქვეყნის ახალი ლიდერმა მამისის ჰარემის 40 ქალს 24 საათში დაეტოვებინა სირია ისე, რომ არცერთ მათგანს არაფერი გაატანა თან: არც ძვირფსეულობა და არც არანაირი პრადი სხვა ნივთები. გერმანული გაზეთი „ბილდი“ აღნიშნავდა, რომ მათ შორის იყვნენ გერმანელები, შვედები და ფრანგები — და არც ერთი არაბი გოგონა. თუმცა სირიაში ოფიციალურად ნებადართულია ერთი ცოლი, მაგრამ სამოქალაქო ცოლი არავის აუკრძალავს.
ნებისმიერი არსების უცნაური პირადი ურთიერთობების ნეიროქიმია მეტად საინტერესოა. ამ რანგში გადის „ჰარემის“ თემაც. სექსუალური ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამჟამად მეცნიერებს საშუალება ეძლევათ დაასკვნან: „განსხვავებულ გენოტიპებს ტვინში გენების განსახვავებული ქსპრესიული დონეები აქვთ“. რადგან ადამიანების და არამარტო მათი — სქესისადმი დამოკიდებულება დიდიხანია კვლევის საგანია. მეცნიერები დედამიწაზე ყველა პოპულაციის სექსუალურ პრინციპებს დიდხანია გულმოდგინედ სწავლობენ.
მაგალითისთვის:
აღმოჩენილია, რომ სხვადასხვა ჯიშის ჭიანჭველებს სხვადასხვა გენოტიპი აქვთ. ჰეტეროზიგოტური წითელი ჭიანჭველები რამდენიმე დედალს ერთდროულად ანაყოფიერებენ და ამიტომ მათი კოლონიები დიდია. მაგრამ წითელი საჭიანჭველეთის წარმომადგენელი მამრების გადასახლებით შავი ფერის მათივე თანამოძმეების დასახლებაში, დაამტკიცეს, რომ ისინი გადასახლებას ეგუებიან, საკუთარ ინსტინქტებს თმობენ და ერთისადმი ერთგულებას სწავლობენ: ერთი „დედოფლის“ შენახვას ჯერდებიან. ამასთან ტვინის ექსპრესიულობაც ისეთივე უხდებათ, როგორიც დამხვდურებს აქვთ. მაგრამ „პოლიგამიურ“ თანამოძმეებთან მოჭარბებული ერთგულების მატარებელი შავი ჭიანჭველების გადასახლებისას წითელი საჭიანჭველეთის წარმომადგენლებთან, მტკიცდება, რომ „სტუმრები“ საკუთარ რწმენას და შეხედულებებს „ერთგულებაზე“ არ ღალატობენ და ზედმეტ დედოფლების ყოლას არ თანხმდებიან. შესაბამისად მათი კოლონიები შედარებით მომცროა.
მეცნიერთა დასკვნით: მსგავსი ინსტინქტები მილიონობით წელია არსებობს და ერთნაირად ეფექტურად მუშაობს როგორ ადამიანებში, ასევე ცხოველებში.
ცდების შედეგები:
აღმოჩნდა, რომ ტვინში ოქსიტოცინშეყვანილმა ვირთხამ მოულოდნელად სხვა ვირთხებზე ზრუნვა დაიწყო, მაშინ, როცა ნორმალურ მდგომარეობაში „ღრმად ფეხებზე ეკიდა“. ხოლო დედავირთხა ოქსიტოცინის რეცეპტორების გაუქმების ან ბოლკირებისას საკუთარი შვილებისადმი ინტერესს კარგავს. ასევე, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებს ზეგავლენით რეგულირდება მშობიარობა, მოლუსკებში კვერცხის დება და სხვა რეპროდუქტიური ქცევა, რომელიც ასევ საფუძვლად უდევს სექსუალური პარტნიორის (ების) შერჩევას. მაგალითად, აკვარიუმში თუ მხოლოდ ერთი მამრია, მდედრებს ყურადღებას არც აქცევს, მაგრამ „ჰორიზონტზე“ თუ მეორე მამრი გამოჩნდა, პირველის ინტერესი მდედრებისადმი მძაფრდება და წარმოუდგენელი რამ ხდება, იცვლება არა მხოლოდ მისი ქცევა, ფერიც. აღმოჩნდა, რომ ჰიპოთალამუსის ნეირონებში ერთვება გენი egr1. რომელიც სასქესო ჰორმონის (gonadotropin-releasing hormone, GnRH) გაძლიერებით გამოყოფას იწვევს და გამრავლებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს
რაც შეეხება მუსულმანურ ქვეყანებში საკითხისადმი მიდგომას სხვადასხვაგვარია. მაგრამ ჰარემისადმი საერთო ტრადიციებია მიღებული. კერძოდ, უცხო თვალისგან დაცული და დაფარული უნდა ყოფილიყო. საიდუმლოს დაცვა მის შესახებ უპირველესი პირობა იყო. ჰარემზე საუბარი ერთმანეთთანაც კი სასტიკად ეკრძალებოდათ, ხოლო გამხელა სასტიკად ისჯებოდა მათთან ერთად, ვისთანაც ჩვენს ეპოქაშიც ირანის შეიხების გარდა კიდევ ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში სრულიად ლეგალური ჰარემები არსებობს. ამასთან ყურანის თანახმად ერთდროულად ოთხის მეტი კანონიერი ცოლის ყოლა არ შეიძლება. სამოქალაქოს არ ითვლიან.
„ჰარემი“ არაბული სიტყვაა და ქართულად „აკრძალულ წმინდა ადგილს“ ნიშნავს. როგორც ინსტიტუციის ჩამოყალიბება და განვითარება 750 დან 1258 წლებამდე არსებული არაბული აღმოსავლეთის მპყრობელი ხალიფების დინასტიის სახელს უკავშირდება. აქ მეპატრონისა და ევნუქების გარდა ვერავინ შევიდოდა. მოგვიანებით ამ მდელის მიხედვით ქალთა საერთო საცხოვრებლებს ქმნიდნენ აღმოსავლეთის მდიდარი ადამიანები. ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჰარემის მეპატრონედ ოსმალეთის იმპერიაა ცნობილი. სტამბულში ყოველ სულთანს სასახლეში ეგრეთ წოდებულ „ნეტარების სახლში“ რომელიც მუდმივად ახლდებოდა და ივსებოდა, ათასამდე ქალი ჰყავდა. მათ შესახებ ხმები მოგზაურების, ევნუქების, მისიონერებისა და მათი ცოლებისგან ევროპაში ჩადიოდა. ჰარემის შესახებ ვიცით ვარაუდის შედეგია, უფრო ევნუქების (რომლებიც ყოველთვის საჭურისობას არ გულისხმობდა) მიერ გავრცელებული ინფორმაციების სახით. ამ ბოლო დროს ოსმალეთის ჰარემის მთავარი ევნუქის ჩანაწერების აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ შემდეგ რატომღაც მიიჩქმალა.
სხვათა შორის, 921-922 წლები ბაღდადელ ელჩს ვოლგაზე უმოგზაურია და რუსეთის მეფეზე დაუწერია, რომ რუსეთის გამქრისტიანებელ ვლადიმირ სვიატოსლავიჩს — უზომოდ ქალთმოყვარეს გათხოვილი ქალები და ქალწულები მოყავდა და თავისი სამფლობელოს ყოველ ქალაქში მრავალრიცხოვანი ჰარემი ყოლია. ტრადიცია თითქმის მეთვრამეტე საუკუნემდე, სხვა რუსმა მთავრებმა განგარძეს, სანამ პეტრე პირველი აკრძალავდა.
ასევე შემონახულია ნაწერი: „მისი ტახტი ფუფუნებით მოწყობილი უზარმაზარი სამყოფელი მრავლფეროვანი ძვირფასი ქვებით არის მოჭედილი. მოადგილე მეფეს ცვლის. განაგებს ჯარებს, თავს ესხმის მტრებს. თავად მეფეს დალევის, გართობის და დროსტარების გარდა სხვა საქმე არაფერი აქვს: ზის ლოგინისთვის გამიზნული ორმოცი ახალგაზრა ქალის გარემოცვაში, რომელთაგან ერთ-ერთან მოურიდებლად სხვათა თანდასწრებით ცხოვრობს… “. — სიტყვები არაბი მოგზაურის მიერ არის დაწერილი, სავარაუდოდ მეფეს გამრთობი, რომელიღაცა გათხოვილი ქალის ქმრის, როგორც ვარაუდობენ, ვაჭრის ნაამბობის მიხედვით. ამიტომ ისტორიკოსები თვლიან, რომ შესაძლებელია უბარლოდ ნავარაუდევი ან მეფეზე ეჭვიანობის აგონიით შეპყრობილის ნაამბობი უნდა იყოს, ამიტომ არ არის სანდო წყარო. მითუმეტეს, თავად უცხოელს რუსეთის მეფე იგორ რიუდიკოვიჩი თვალითაც არ უნახავს.
1481 – 1512 წლების ბაიაზის მეორის შემდეგ ტრადიცია შეიცვალა და ცოლები ჰარემიდან მოიყვანა დაკანონდა და მუსულმანურ სამყაროში მიღებული გახდა მრავალცოლიანობა-პოლიგამია. დადასტურებულია, რომ სხვადასხვა სულთანი სხვადასხვა დროს განსხვავებულად ქმნიდა, ან მემკვიდრეობით იღებდა ჰარემს, სადაც ყოველი მონა გასამრჯელოს ყოველდღიურად ღებულობდა, რომელიც ყოველი ახალი სულთანის შემდეგ იცვლებოდა: ან მეტი ხდებოდა, ან ნაკლები, ზოგადად მათზე ზედმიწევნით ზრუნავდნენ, მაგრამ წესების დამრღვევებს ასევე — მკაცრად სჯიდნენ.
ჰარემში სხვადასხვა გზით ხვდებოდნენ. ზოგიერთს ყიდულობდნენ ან მმართველებს საჩუქრად ზოგიერთ ჰარემს ავსებდნენ სულთანის თანხმობით უფროსი ევნუქის მიერ ძირითადად 5-6 წლის ასაკში ნაყიდი გოგონებით, რომლებსაც სრულწლოვანებამდე სადედოფლოდ საგანგებოდ ამზადებდნენ. აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ბატონებს ქალიშვილები საკუთარი ნებით მოჰყავდათ ჰარემში, რადგან სჯეროდათ, რაც გაგონილი ჰქონდათ, რომ, თეორულად ნებისმიერს ჰქონდა შანსი საყვარლობის შემდეგ პირველი ცოლი გამხდარიყო. ან, როგორც ნათესავებს, სულთანის კარზე მეტი უფლებები ჰქონოდათ. ამასთან ხელს აწერდნენ დოკუმენტს, რომელითაც ადასტურებდნენ, რომ შვილზე მათი უფლებები აღარ ვრცელდებოდა. „გაყიდული ან გასაჩუქრებულები“ წინასწარ დათვალიერებას გადიოდნენ, თუ რაიმე ფიზიკური ნაკლი, ცუდი მანერები, ან სხვა დეფექტი აღმოაჩნდებოდა, ან უკან აბრუნებდნენ, ან მამა გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებდა, ვიდრე მოელოდა.
ახალბედებს პირველ რიგში ახალ სახელებს არქმევდნენ, მოაქცევდნენ მუსულმანად და ასწავლიდნენ ენას, ესთეტიკას, ხელოვნებას, სიმღერებს, ცეკვას. და მაინც უმთავრესი სიყვარულის ხელოვნების სწავლება იყო მათთვის, ვისაც სამეფო ტახტის მემკვიდრის გასაჩენად ამზადებდნენ.
ცოლის სტატუსის მიღება ცალკე ცერემონია იყო, დაორსულების შემთხვევაში რანგი ემატებოდა, ჰარემის ეს მცხოვრები ე.წ. „იღბალი“ – „ბედნიერი“ ხდებოდა. ახალ პირობებში მცხოვრები ეს ქალები იმპერიის ტრადიციების გათვალისწინებით საქველმოქმედო ორგანიზაციებს აყალიბებდნენ, აშენებდნენ მეჩეთებს. სულთანის ცოლების აქამდე შემონახული წერილები მათ უსაზღვრო განათლებულობაზე მიუთითებს.
ამასთან, ხდებოდა, რომ ჰარემის მფლობელი მხოლოდ ერთი მხევალით გატაცებული რჩებოდა და ჰარემში მოყვანილ დანარჩენებს საკუთარი რჩეული შეიძლება საერთოდ არც ენახათ. წესისამებრ, ჰარემში ყოფნის ცხრა წლის შედეგ ქალი თუ არ შეირჩეოდა, შეეძლო ჰარემი დაეტოვებინა. ასეთები სულთანისგან იღებდნენ თავისუფალი ადამიანის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს. სულთანი ასევე აძლევდა მზითევს და ეხმარებოდა გათხოვებაში. მართალია ჰარემის წესების დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალული იყო, მაგრამ განსაკუთრებით ვნებიანი ქალები ინტიმურ ურთიერთობებს აბამდნენ ან ერთმანეთთან ან ევნუქებთან. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ჰარემიდან წამოსული უკვე გათხოვილი ქალები უარს ამბობდნენ ქმარზე იმ მიზეზით, რომ ევნუქებთან ურთიერთობა გაცილებით მეტ სიამოვნებას ანიჭებდა.
დასჯა იშვიათად მაგრამ სულიად მხეცურად ხდებოდა. დასასჯელს გველებით სავსე ტომარაში ჩასვამდნენ, თავს მაგრად მოუკრავდნენ, ქვას შეაბამდნენ და წყალში აგდებდნენ. ჰუმანურად ითვლებოდა აბრეშუმით დახრჩობა.
აღმოსავლეთის ჰარემების მკვიდრნი ტრადიციულად მარტოხელა დახურულ ცხოვრებას ეწეოდნენ და მათ შესახებ მხოლოდ ნახატების მიხედვით მსჯელობდნენ. მაგრამ მეცხრამეტი საუკუნის მეორე ნახევარში ირანის შაჰი ნასერ ად დინ შაჰ კაჯარა ფოტომოყვარული იყო და საკუთარ ცოლებს სურათებს თავად უღებდა. ცნობილია, რომ ანტონ სევრიუგინი — სამეფო კარის ფოტოგრაფი, მასწავლებელი და თანაშემწე წარმოშობით რუსეთიდან იყო. მისი წყალობით გავრცელდა ჰარემის მკვიდრთა სურათები და შაჰის მიერ გადაღებული ფოტოებში ჩანან სრულტანიანი ირანელი ქალები სქელი წარებითა და ულვაშებით. ხოლო ბალერინების სამოსი 1873 წელს მეფე ალექსანდრე მეორის მიერ რუსეთში მიწვეულს სანკტპეტერბურგში ბალეტზე დასწრების შემდეგ დაუკვეთია.
1918-24 წლებში მეჰმედ მეექვსემ სასტიკი მარცხი განიცადა პირველ მსოფლიო ომში და მოკავშირე რესპუბლიკების მიერ თურქეთი ოკუპირებულიქნა, ხოლო ჰარემი ოფიციალურად გაუქმდა.
მკვლევარებმა შეისწავლეს და ჰარემის ცხოვრება ინგლისური ტიპის გოგონათა სკოლის ცხოვრებას და ქალთა მონასტრებში ყოფნას შეადარეს. ბუნებრივია იქ სადაც ცხოვრობდნენ დიდი ოჯახის მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ასევე მრავალრიცხოვანი მასწავლებელები, მსახურები, ევნუქები, დაცვისთვის და დახმარებისთვის მამაკაცური ძალის გარეშე შეუძლებელ იყო… ბუნებრივია იქ არ ცხრებოდა ვნაბათაღელვა, იგრიხებოდა ინტრიგები, ბობოქრობდა ჭორები, იქმნებოდა ჯგუფები და დაჯგუფებები და ყოველი გოგონა და ჯგუფი მხოლოდ იმაზე ოცნებებდა, როგორ გამხდარიყო პირველი და საყვარელი ცოლის ტიტული მოეპოვებინა.
საყოველთაოდ არის ცნობილი ჰარემის ერთერთი ქალი — როკსოლინა — ნამდვილი სახელი ანასტასია ლისოვსკაიას. უკრაინელი მღვდლის 15 წლის ეს გოგონა ქორწილის წინა დღეს თათრებმა მოიტაცეს და ერთი ვერსიით, გასაყიდად სტამბოლის ბაზარზე გაიყვანეს. მეორე ვერსიით, გამეფების რომელიღაც წლისთავის აღსანიშნავად ოსმალეთის იპერატორ სულთან სულეიმან დიდებულისთვის საჩუქრად მიუგვრიათ. როგორც კი სასახლის კედლებში აღმოჩნდა, ანასტასიამ სწრაფად ისწავლა თურქული ენა. ასევე ძალიან მოკლე დროში მოსყიდვის თუ ინტრიგების გზით „სულეიმან დიდებულად“ წოდებულის კარზე მალე შეავიწროვა საკუთარი კონკურენტები და წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. ჰიურემი სულთან-როკსოლინა თითქმის მეოთხედი საუკუნე მართავდა სულთანს, ჰარემს და მთელი ოსმალეთის იმპერიას. ყველაზე გავლენიანი ქალბატონს ნება ჰქონდა: ურიგოდ დაწოლილიყო სულთანთან, გაეჩინა მისგან შვილები, არა ერთი, არამედ ხუთი, ეტარებინა საპატიო წოდება ჰასექი და ასევე მის საპატივცემლოდ შექმნილი საგანგებო წოდება — ჰიურემი. დიდი ხნის განმავლობაში ის იყო სულთანის ერთადერთი ოფიციალური ცოლი, რაც არც მანამდე, არც შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში სხვას არავის ღირსებია. მის შესახებ ცნობებთან ერთად მეთექვსმეტე საუკუნის შაუწლებში უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული მისი სურათიც შემოინახა ისტორიამ
აღმოსავლეთში „ოქროს გალიად“ და ციხედ ცნობილი ჰარემები ამჟამად ქალებისთვის კარიერის გასაკეთებელი საშუალებად იქცა. მართალია, თურქეთში ყოფილ ოსმალეთში ჰარემები აღარ არის. გაქრა და მეოცე საუკუნის დასაწყისში მის ადგილას გახსნეს მუზეუმი. თუმცა ჩვენს დროში პრაქტიკა არის: არაბულ ემირატებში და სხვა მსულმანურ ქვეყნებში მრავალცოლიანობა დაკანონებულია, მაგრამ ამასთან მხოლოდ ოთხი ცოლის ყოლის ნებაა ერთდროულად. ღარიბი მრავალრიცხოვანი ოჯახის უფროსები, რომლებსაც მრავალრიცხოვანი წევრების რჩენის საშუალება არა აქვთ 12 წლის გოგონებს მათი ნების წინააღმდეგ აძლევენ მოხუც მდიდრებს, რომლებაც ამავე კანონით ისინი უნდა არჩინონ. ჰარემში მოხალისედ და თვითნებურად ვერავინ მოხვდებოდა და დღემდე ასეა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს ფაქტობრივად როგორც მონებს ისე ყიდიდნენ, მაინც იქ მოხვედრაზე ბევრი ოცნებობს იმ უცხოელი გოგონებისგან განსხვავებით, რომლებსაც იტაცებენ.
თანამედროვე ჰარემის ვინც ინახავს ცდილობენ რომ მათი ქალები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და შესაძლებლობების ფარგლებში იშვიათად ნახონ ერთმანეთი. თუმცა, ყოველთვის ვერ იცავენ ამ წესს. ნაკლებად უზრუნვეყოფილი ოჯახების ქალები გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ერთობლივად აწარმოებენ მეურნეობას. უფროსი ხელმძღვანელობს სხვა ცოლებს, ორი კიდევ სამზარეულოში საქმიანობს.
ჩვენს დროში ქალები ცდილობენ ჰარემში მოხვდნენ, სადაც მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ეგულებათ. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ რამდენიმე წელი შეიხის ცოლობით შესაძლებელია იმდენი იშოვო, რამდენსაც ვერც ერთ სამუშაოზე ვერ იშოვი. აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ეს წესი მიმზიდველია თვით ევროპული და ამერიკელი ქალებისთვისაც. მილიონერ პოლიგამებს შორის პრესტიჟულია ჰყავდეთ დასავლელი ცოლი. დავუშვათ, მოდელი გოგონა, ცნობილი „სილამაზის დედოფლები“. მაგალითად ბრუნეას სულთანის მრავალრიცხოვან ჰარემში იყო შენონ მაკეტიკი — 1992 წლის „მის აშშ-ს — მის მზეთუნახავის“ ტიტულის მფლობელი, მხოლოდ სამი თვე და შემდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. განაცხადა რომ გამოიყენეს, როგორც მეძავი. სასამართლო გამოძიებამ დაადგინა, რომ არანაირი სექსუალური ძალადობა არ ყოფილა და მის მაკეტიკს გაცილებით უკეთესად ეპყრობოდნენ ვიდრე „კარგად მომსახურება“ ქვია: სამუშაოსთვის ბრუნეას მეთაურის გართობისთვს ასი ათასი აშშ დოლარი და ბრილიანტის ყველსაბამი მიიღო საჩუქრად. არის ვარაუდი, რომ „მზეთუნახავის“ ტიტულისთვის გადახდილი თანხა ამაში არ შესულა.
მასმედიის ცნობით მსოფლიოს ჰარემში აბსოლუტური რეკორდია სულთან ჰასსანალა ბოლკიახის სასახლეში 700 გოგონასთვის დათმობილი 1788 დარბაზი და ოთახი.
სულთანი მორიგი ღამისთვის ქალის შერჩევამდე აცადებდა სურვილს, რომ მუსიკის მოსმენა და ცეკვების ნახვა უნდოდა. შერჩეულები საკუთარ ხელოვნებას აჩვენებდნენ, ის კი არჩევდა ასეთი გზით: ესროდა ცხვირსახორცს, ან მზერას მასზე დიდხანს შეაჩერებდა. ამის შემდეგ რჩეული მიყავდათ და ამზადებდნენ სიყვარულის ღამისთვის, რომელიც საათობით გრძელდებოდა და მასში შედიოდა: აბაზანა, აუცილებელად ეპილაცია მთელ სხეულზე არსად არ უნდა ჰქონდა ბეწვი. ასევე აუცილებელი იყო მაკიაჟი. ბუნებრივია, სილამაზის სტანდარტებს თავად სულთან იძლეოდა, მაგრამ ხანდახან ეს სტანდარტი გამოირჩეოდა იმისგან, რასაც სილამაზეს ეძახიან. მეტიც, ჰარემში მოხვედრის შემდეგ გარეგნობა სინადვილეში ისე არ ფასობდა, როგორც ზოგიერთი სხვა „მაჩვენებელი“. შერჩევას წინ უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი და შერჩევა მკაცრ რეგლამენტს ექვემდებარებოდა: გარდა იმისა, რომ მორიდებული და წყნარი გოგონებისგან პროფესიონალ მაცდუნებლებს აყალიბებდნენ იეს, რომ ამასთან მორიდებულები და შემსრულებლები უნდა დარჩენილიყვნენ. მაინც მთავარ კრიტერიუმად განსაზღვრული ტიპის ინტიმური ორგანოები ითვლებოდა და თვით უიშვიათესი სილამაზის ქალსაც შეეძლო ვერ გაევლო სულთანთან მომდევნო „ღამის არჩევანი“ იმიტომ, რომ „უხერხული საშო“ ჰქონდა. სულთანისთვის მისაგვრელ ქალებს ასე ცდიდნენ.
ეს ძაფშებმული ქვის „კვერცხი“ საგანგებოდ ამისთვის იქმნებოდა:
მას ქალს საშოში ჩაუდებდნენ და ძაფზე მოქაჩავდნენ. პირობა ასეთი იყო: კვერცხი იმდენხანს არ უნდა ჩამოვარდნილიყო, სანამ ძაფი არ გაწყდებოდა. მსგავსი „ტრიუკები“ ბევრია ცნობილია, მათ შორის — შეღებილი წყალი, რომელიც საშოში ისხმებოდა და შემდეგ გოგონას ცეკვა ისე უნდა შეესრულებინა, რომ წვეთიც არ დაეღვარა… გოგონებს სულთანის მომდევნო ყურადღებაზე პრეტენზიის განცხადება ამ და მსგავსი გამოცდების გავლის შემდეგ შეეძლოთ. საკმაოდ მტკვნეული პროცედურა „შუგარინგი“ — ეპილაცია შაქრის სიროპით ქალის ტემპერამენტის შემოწმების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო: თუ ამ დროს რჩეული ხმამაღლა კიოდა, ტემპერამენტიანად ითვლებოდა, ხოლო თუ ითმენდა და დუმდა — ფრიგიდულად აცხადებდნენ და სულთანთან ღამის გატარების იმედი უკვე არ უნდა ჰქონოდა. სულთანთანის წინაშე მისული მომდევნო ქალის ფეხზე დგომა ან მთლიანად გაშიშვლება იკრძალებოდა. ისლამური კანონით მამაკაცს საკუთარი ღირსების გაშიშვლების უფლება არ ჰქონდ,ა ამიტომ ან თხელი ჩასაცმლით ან ზეწრით იფარებოდა, რადგან ითვლებოდა, რომ თუ პროცესში საკუთარ პენისს ნახავდა, იმ მომენტში ჩასახული ნაყოფი კუზიანი გამოვიდოდა… „სალოგინედ“ მომზადებულ ქალს საწოლამდე მიაცილებდნენ, სანამ სულთან ლოგინში დაწვებოდა, კარებთან უწევდა ლოდინი. ოთახში მუხლებზე იჩოქებდა ისე მიდიოიდა ლოგინამდე, ოთხით მიცოცდებოდა იქამდე, სადაც პარტნიორი ელოდებოდა. მმართველის მორჩილების დასამტკიცებლად აკოცებდა დივანის კუთხეს და მხოლოდ შემდეგ წვებოდა მის გვერდში. თუ მასთან გატარებული ღამე მოეწონებოდა დილას სულთანი საჩუქარს უგზავნიდა და შემდეგი ღამისთვისაც შეიძლება გამოეძახნა. თუ ეს მოხდებოდა რამდენიმეჯერ, ფავორიტად გახდომის შანსი ჰქონდა.
ამასთან, ცნობილია, რომ ურჩებს წკეპლებით და ჯოხებით სასტიკად უსწორდებოდნენ და ზოგადად, როგორც მოესურვებოდათ ისე ექცეოდნენ. მაგალითად სულთანმა იბრაგიმმა ერთ დღეს ისე მოაწყო, რომ საკუთარი ჰარემის 280 ქალი ბოსფორში დაახრჩო. მაგრამ როგორი საოცარიც უნდა იყოს, ძირითადად სულთანების დიდი ნაწილის საკუთარ ჰარემთან არავითარი საქმე არ ჰქონდა — უბარლოდ როგორც კვერთხი და გვირგვინი — მმართველობის სიმბოლო იყო.
ევროპელები ყოველთვის თანაუგრძნობდნენ ჰარემის მკვიდრთ, რომელთა ყოფას ციხეში ცხოვრებას ადარებდნენ. აღმოსავლეთის ქალებს სხვაგვარად მიაჩნიათ: კარგია უზრუნველყოფილი ქმრის ყოლა და იცოდე, რომ შვილებს არასდროს არაფერი გაუჭირდებათ. ამჟამად ძველი დროისგან განსხვავებით არც განქორწინებაა ძნელი. საკმარისია ტრადიციისამებრ ქმარმა ან ცოლმა სამჯერ წარმოთქვას „ტალაკ ტალაკ ტალაკ“ რაც ნიშნავს განქოწინებას. ქონება თანაბარ წილად იყოფა. ბავშვები მამის კმაყოფაზე რჩებიან. გოგონები, როგორც წესი დედასთან. თუ ქალის ღალატს დაადასტურებს ოთხი ადამიანი მოწმე ქმარს შეუძლია არაფერი გადაუხადოს. მაგრამ აქტს ოთხივე ხომ ვერ დაესწრება და ამდენი მოწმის პოვნა შეუძლებელი ხდება.
ჰარემის მცხოვრებთა ყოფას ვერც ადრე, ვერც ამჟამად უბედურებას ვერ უწოდებ. უზრუნველყოფილი ცხოვრება გარანტირებული აქვთ. სასახლეში საკუთარი თეატრი, ბალეტის ჯგუფები, ორკესტრები ჰქონდათ. ისევე უვლიდნენ გარეგნობას, როროგრც თანამედროვე „სილამაზის სალონებში“ და ზოგადად მიიჩნევა, რომ სწორედ ჰარემების „მემკვიდრეებია“: მანიკიური, პედიკიური, თმების ვარხნილობა, მაკიაჟი, გარდერობის განახლება… თუმცა ძველ ჰარემებში ევნუჰები მამაკაცების გარემოცვას უცვლიდათ, მაგრამ ასევე ართობდნენ ქალებს, რომლებთანაც არცთუ იშვიათად მოყავდათ მხატვრები, მუსიკოსები, სხვადასხვა დარგის მასწავლებლები, ჰქონდათ ბაღებში თამაშები სეირნობები და სხვა გასართობი ღონისძიებები.
ამჟამად ჰარემში არ არის ჯარის გამგებლობა მომსახურეები და ევნუქები. სახლის სამუშაოებს თავად ასრულებენ. მაგრამ რაც უფრო მდიდარია მეპატრონე, მით უფრო მაღალია ჰარემის ცხოვრების დონე. მეტიც, ბევრ ქვეყანაში უკვე არ საჭიროებენ „ქმრების განაწილებას“. მოდაში შემოდის ერთცოლიანობა-მონოგამია.
ქეთევან ჩემია