ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

0
70

ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ამასთან, როგორც ისრაელის მედია იუწყება, „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 1 100 ადამიანი. მედიის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ