ანალიტიკაპუბლიკაციები

ჰააგის ორდერის შედეგები

1. მოსკოვის სისხლიანი ავტოკრატი პუტინი ოფიციალურად გახდა ტოქსიკური გლობალურ პოლიტიკურ ველზე.
მასთან მოლაპარაკება და ურთიერთობა ზიანს მოუტანს ნებისმიერ ქვეყანას. ანუ მოკავშირეები რუსეთის ფედერაციას ვეღარ ეყოლება.
2. უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია.
3. შიდა პოლიტიკაში კი გვაქვს უზარმაზარი ცვლილება.
ქართული ოცნება ამიერიდან შეეცდება დისტანცირდეს მოსკოვისგან თუნდაც რიტორიკის დონეზე.
ოპოზიციას კი ხუხულასავით ჩამოეშალა წლობით აწყობილი მთავარი ნარატივი, რაზეც ჰქონდა აწყობილი მთელი თავისი პოლიტიკური ბრძოლა
«არიქა ოცნება გვაბრუნებს რუსეთში, არიქა ქუდზე კაცი».
ანუ რუსეთის უღელქვეშ საქართველოს დაბრუნება და გუბერნიზაცია რომ ვეღარანაირად მოხდება ეს უკვე იმდენად ნათელია რომ სულ გაუნათლებელი ამომრჩეველიც კი აღარ მოტყუვდება.
დარჩა რა?
დარჩა ის რომ ოპოზიციას მოუწევს ფუნდამენტურად გადახედოს თავის პოლიტიკურ გზავნილებს ამომრჩევლები რომ მოიზიდოს თავის მხარეზე.
ამაში კარნახს და იდეების მიწოდებას კი ნამდვილად არ ვაპირებ.
არაერთხელ გავაფრთხილე პოლიტიკური კლასი.
თუ არ გეხერხებათ ამომრჩევლების გულების მოგება პოლიტიკას თავი უნდა დაანებოთ.
აგერ სერგეენკომ დაიჯერა და ექიმობა მირჩევნიაო.
ბოლოს.
ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
დემოკრატიული მეთოდებით იმოქმედეთ ბატონო და ქალბატონო პოლიტიკოსებო ისე როგორც შეეფერება ევროპულ დემოკრატიას.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ გაიპარა 1978 წელს ანტირუსულ აქციაზე ნიჭიერთა ათწლედიდან თაკო ჩარკვიანი

Joni Kvaracxelia

ამასობაში გლობალური «საგადასახადო რევოლუცია» გვიახლოვდება

არ დადგა დრო მოვითხოვოთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების აღსრულება?!

დატოვე კომენტარი