პერსონა

ჯუმბერ იზორიას სელფი

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს პარლამენტის წევრის, ჯუმბერ იზორიას სელფი შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკიდან, რომელმაც დიდი მხიარულება გამოიწვია ფეისბუკ სივრცეში. როგორც გაცხადდა, დენდროლოგიური პარკი ოფიციალურად 15 ივლისიდან იხსნება დამთვალიერებლებისთვის.

შეგახსენებთ რომ ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, კერძოდ ტელეკოპმანია “რუსთავის 2”-მა 2018 წლის ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზორიას ოჯახიდან იყიდებოდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოტანილი კონტრაბანდული საწვავი და სიგარეტი. სიუჟეტის გასვლიდან ერთ კვირაში იზორიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა ორ თვეში კვლავ უწინდელ პოზიციაზე აღმოჩნდა.

2019 წლის დეკემბერში კი ჯუმბერ იზორია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, მან პარლამენტში ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა.

ჯუმბერ იზორია გამოირჩევა აგრესიით სამოქალაქო ატივისტებისადმი. 30 იანვარს მომხდარი ფაქტი, როდესაც სამოქალაქო მოძრაობა «შეცვალეს» წევრებმა იზორიას კონტრაბანდის სკანდალი შეახსენეს და მის ბიუროსთან აქცია მოაწყვეს, აქციის დასრულებიდან 2 საათში კი მოძრაობის 3 აქტივისტს თავს დაესხნენ.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხალხსა და ოპოზიციას მიმართავს

ხელისუფლების მზაკვრული გეგმები

გივი თარგამაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი