ეკონომიკამსოფლიოში

ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მიმართვისას განაცხადა. ბაიდენის თანაპარტიელი კანონმდებლების მხრიდან წინააღმდეგობა ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ კონგრესი პრეზიდენტის თხოვნას დააკმაყოფილებს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკელი ოჯახები, რომლებსაც ბენზინისთვის გაცილებით მეტის გადახდა უწევთ, რაც გამოწვეულია ნაწილობრივ რუსეთის ინტერვენციით უკრაინაში, იმსახურებენ ფინანსურ შემსუბუქებას.

„მე სრულად ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ საწვავზე საგადასახადო შეღავათი პრობლემას ვერ აღმოფხვრის, თუმცა ოჯახებს გარკვეულ მყისიერ შემსუბუქებას მოუტანს, მისცემს ამოსუნთქვის მცირე საშუალებას მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფასების გრძელვადიანად შემცირებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს ​კორონავირუსი დაუდგინდა

Joni Kvaracxelia

თურქეთი ერაყში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

დატოვე კომენტარი