covid-19განცხადება/მიმართვა

ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც არ მიუღია და რომ არავაქცინირებული ხალხი ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ ამერიკელების ვაქცინაციაში, მაგრამ ახლა არავაქცინირებულთა პანდემია გვაქვს. გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ეს ტრაგედია თქვენამდე მოვიდეს — აიცერით. შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე. ბოლო რვა თვის განმავლობაში, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ახლა კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ. გვაქვს ინსტრუმენტები და გეგმა და ეს სამუშაო ერთად უნდა დავასრულოთ“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველო იღუპება! ვიღუპებით!“-ანიტა რაჭველიშვილი

გადაწყვეტილებები ჩვენ უნდა მივიღოთ-გრიგოლ ვაშაძე

პატიმრები თავისუფლებაზე – ვინ შეიწყალა ყაველაშვილმა და რატომ?

roma sajaia

დატოვე კომენტარი