ანალიტიკაოკუპაცია/დევნილებიპუბლიკაციები

ჯორჯ ჰიუიტი — ჩვენი ძველი ყოფილი «მეგობარი»

აფხაზეთიდან მივიღეთ წერილი, რომელსაც ინკოგნიტო „მამუ“ აწერს ხელს და უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო ქართველებო და სხვებო, ვისაც აფხაზეთი გადარდებთ.
ამჟამინდელ აფხაზეთში ცდილობენ ადგილობრივებს ეს კაცი შემოგვასაღონ, როგორც „აფხაზეთის“ გულშემატკივარი. ჩამოყავთ და დროს ატარებინებენ, ბინები, მიწები, საჩუქრები… მოკლედ სიკეთით აავსეს, თავის დროზე „თვითონ არძინებამ“ ნება დართო მასთან სურათიც კი გადაეღო… ახლა როგორც კი ჩამოვა მთელი მთავრობა ჟურნალისტებიანად უკან დასდევს. თქვენ კი მგონი მისი არსებობა დაგავიწყდათ.
ამაოდ! ასეთები სულ თვალწინ უნდა გყავდეთ… სოკოებივით იციან გამრავლება…

ალბათ აღარც კი გახსოვთ. არც მე მახსოვდა, მაგრამ ახლა აქ გაავრცელეს მასზე ვიღაც აფხაზის მიერ დაწერილი და შემდეგ ინგლისურად თარგმნილი ტექსტი გონებაჩლუნგებისთვის: ვისთვისაც ამ აბდაუბდით გონების არევა შეიძლება: აქაოდა, ნახეთ, რა დონის მეგობარი გვყავსო. ამაოდ დაშვრნენ, ამის წამკითხავი, თან ინგლისურად ჩვენ ვართ მთელ აფხაზეთში და ჩემი ცოლი ერთი კვირაა ვთარგმნით. შემდეგ მაინც ჩემი კომენტარით გაკეთება ვამჯობინეთ.

წყაროც მივუთითეთ და თუ რამე ისე არ არის, მზად ვართ შენიშვნა მივიღოთ!
მადლობა თუ დაგაინტერესათ.
„მამუ“:

ეს არის ჯორჯ ჰიუიტი — ინგლისელი, პირველი და უკანასკნელი უცხოელი, რომელმაც აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ გალაშქრებისას მორალურად მხარი დაუჭირა… აბა, ომში ხომ არ მიიღებდა მონაწილეობას, ამდენი არ გადაუხდიათ… ჯორჯ ჰიუიტი საპატიო აფხაზია. აქ ცდილობენ გააპოპულარულონ, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენთან წერა-კითხვის მცოდნეც აღარავინ არის და ვისაც გინდათ კითხოთ, ვინ არისო, ვერ გეტყვიან, ზუსტად ისევე, რგორც თავის დროზე სეპარატისტები და მათი მომხრეები ითხოვნენ „სუვერენიტეტს“ — მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ რას ითხოვდნენ… ეს რა არისო, რომ კითხეს, პასუხი ასეთი იყო: „არ ვიცით, მაგრამ გვინდა“… ეს კადრი არსებობს, და წესით, ხშირ-ხშირად უნდა აჩვენებდეს საქართველოს ტელევიზიები…
ჰიუიტი ლონდონის უნივერსიტეტის გამოჩენილი ენათმეცნიერი და კავკასიელი (ვერ განგიმარტავთ ეს სიტყვა რას ნიშნავს… ???) მეცნიერიაო, უნდა ამტკიცონ. აქვე გეტყვით, რომ ლონდონის უნივერსიტეტი (ინგლ. University of London) (აბრევიატურა ლონდ (ინგლ. Lond) ან ლონდინ (ინგლ. Londin)) — კოლეგიალური[ ფედერალური კვლევითი უნივერსიტეტი ლონდონში, ინგლისი. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით უნივერსიტეტი აერთიანებს 18 აკადემიურ ინსტიტუციას, აკადემიური მენეჯმენტის სტრუქტურასა და კვლევით ინსტიტუტს. უნივერსიტეტში სწავლობს 161,270 მოსწავლე-სტუდენტი, რასაც ემატება 52,000 ადამიანი, რომლებიც განათლებას დისტანციურად იღებენ. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე დიდი უნივერსიტეტია და როცა მის პროფესორზეა საუბარი პროფილი თუ არ მიუთითე, მეც შემიძლია ვამტკიცო, ინგლისის პრინცი ვარ — მეთქი, მაგრამ მაშინვე ასეთივე „პრინცებთან“ მიკრავენ თავს ფსიქიატრიულში.
ამ სტატიის ავტორი სად არის, ზუსტად არ ვიცი: არადა, ამტკიცებს, ჯორჯ ჰიუიტი არის ინგლისელი პროფესორი — აქაოდა, ნახეთ რა კონტინგეტი გვიჭერს (თუ გვიჭერდა) მხარსო.

და თუ წერილი გრძელი გეჩვენოთ, კითხვა ახლავე შეწყვიტეთ და ბოლო წინადადება წაიკითხეთ და ყველაფერი ნათელი იქნება თქვენთვის:
მაშ ასე:
ნაწყვეტი სტატიიდან:
„1989 წლის ივლისში გიორგი ჰიუიტმა ღია წერილით მიმართა ქართველ ხალხს. წერილში მან აღშფოთება გამოხატა ქართველების მხრიდან ღიად შოვინისტური და ნაციონალისტური თავდასხმების გამო სხვა ხალხების წარმომადგენლების წინააღმდეგ (ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ჰიუიტმა იცოდა, რომ „აფხაზი“ მთლად აფხაზი არ არის და მოერიდა ნამდვილი სახელის „აფსუას“ ხსენებას და „სხვა ხალხებით“ მოიხსენია „მამუ“). უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ეს წერილი გამოჩნდა, პროფესორი ჰუიტი იყო ერთ -ერთი ყველაზე პატივცემული უცხოელი კავკასიელი ექსპერტი (რა დარგში უცნობია „მამუ“) საქართველოში (აფხაზებისთვის. „მამუ“.). მისთვის თბილისში ყველა კარი ღია იყო, ის გამოდიოდა ქართულ ტელევიზიაზე და ამავე დროს ლაპარაკობდა ქართულად, რამაც ყველას აღფრთოვანება გამოიწვია ამ ქვეყანაში. მაგრამ წერილმა სამუდამოდ გადაკეტა მისი გზა საქართველოში. ჰიუიტს ოფიციალურად უწოდეს «ქართველი ხალხის მტერი». ამ წერილის გახსენებით, პროფესორი ჰუიტი აღნიშნავს, რომ ის საერთოდ არ აპირებდა სკანდალის შექმნას, არამედ სხვა მიზნებს ისახავდა: „მინდოდა, ჩემი კარგი სახელისა და პოპულარობის გამო, ქართველთა შორის, ამ ქვეყანაში გამეჩინა „ბრძენი თავები“ [გამომეწვია მათი დაფიქრება] რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს შოვინიზმი იმ ქვეყნისთვის, რომელიც მოდის ოპოზიციური ფიგურებიდან, როგორებიცაა მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, მაგრამ, სამწუხაროდ, უბრალოდ არ არსებობდა «ბრძენი თავები» და ყველამ ვიცით, რა საშინელი შედეგები მოჰყვა ამ შოვინიზმს თვით აფხაზების, ოსების და ქართველებისათვის“. ასეთი იყო პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის თამამი და პრინციპული პოზიცია იმ რთულ დროს.
შენიშვნა:
იმ „რთულ დროს“ ჰიუიტის საქართველოში „მოღვწეობის შესახებ“ — სპეციალისტების აზრს სამომავალოდ შემოგთავაზებთ. ეს სტატია გაგზავნილია და შეკითხვა დასმული. (ქ.ჩ.)

სტატიაში: „პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი მის ბავშვობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის გაიზარდა როგორც «საკმაოდ გაფუჭებული ბავშვი», ასევე იყო ანტისოციალური და ყოველთვის ამჯობინებდა კონფიდენციალურობას ნებისმიერ საზოგადოებას“. რაც დაახლოებით ასე უნდა გავიგოთ: მალული ცხოვრება პატარობიდან ყვარებია. და აქ ითქვა ყველაფერზე საინტერესო რამ: „ჯერ კიდევ დონკასტერის გრამატიკის ვაჟთა სკოლაში, ახალგაზრდა ჯორჯ ჰიუიტს აღმოაჩნდა ენების უნარი და დაინტერესდა უცნობი, «იდუმალი» ენებითო“ — ამბობს ავტორი და თხრობას განაგრძობს, მაგრამ ამ „იდუმალ“ ენებს თუ რამე სხვას, სად სწავლობდა მითითებული არ აქვს. აბა ნახეთ რა „ღრმა განათლება“ მიუღია „იდუმალი ენების“ თუ რამე სხვა „იდუმალების“ სწავლისას: სტატიაში წერია: „ჰიუიტი ამბობს: ”სწავლის მესამე წელს დავიწყე ძველი ბერძნული ენის შესწავლა და დავამთავრე ლათინური, ბერძნული, ფრანგული და გერმანული ენების ათვისება „უბრალო დონეზე“. და რადგანაც ჩემთვის არასოდეს ყოფილა საინტერესო ადამიანებთან ინგლისურ ან სხვა ენაზე ლაპარაკი, 18 წლის ასაკიდან ავირჩიე ლათინური და ბერძნული ენები, ისევე როგორც უძველესი ისტორია (რისი „უძველესი) ისტორია, არ ამხელს. არც ჟურნალისტი ჩაეძიება, როგორ აკადრებს, მისთვის გასაგებია კერძოდ რისიც. „მამუ“.) სწავლისათვის მოწინავე დონეზე [ცოცხალი გამოყენების გარეშე]“. იხსენებს პროფესორი ჰიუიტი. როგორც აფხაზეთში ცხოვრებისას იცოდით თქმა: „კაროჩე, „გრამატიკულად სწავლობდა“ — ლაპარაკის ცოდნის გარეშე და „მოკრძალებულია“ ამიტომაც არ ამბობს, რომ ასეთივე წარმატებით დაახლოებით ორი ათასი ენის შესწავლა შეეძლო, მაგრამ „არ ისურვა“ („მამუ“.).
სტატიაში წერია: „1972 წელს ჯორჯ ჰიუიტმა დაამთავრა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯი. 1973 წელს — მიიღო ენათმეცნიერის დიპლომი, 1976 წლიდან იყო მაგისტრი. მისი გზა კავკასიური ენების შესასწავლად არ იყო ადვილი, მაგრამ ძალიან საინტერესო. კემბრიჯში, ინდოევროპული ენებით მოხიბლული, ჯორჯ ჰიუიტმა შეიტყო ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ბრიტანელი ექსპერტის, კემბრიჯის ყოფილი პროფესორის სერ ჰაროლდ ბეილის შესახებ, რომელიც სწავლობდა სანსკრიტს. ”აღმოჩნდა, რომ ჩვენ მეზობლები ვართ კემბრიჯში,” — ამბობს ჯორჯ ჰიუიტი, ”და მე მქონდა ბედნიერება, რომ მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობდი 1973 წლიდან [ყველა გზა] 1996 წლამდე, როდესაც ის წავიდა. მან მითხრა, რომ არსებობს ორი ინდოევროპული ენა, რომლებიც ცუდად არის შესწავლილი ბრიტანეთში — ლიტვური და სომხური. ასე რომ, ჯორჯ ჰიუიტმა დაიწყო ძველი სომხური ენის შესწავლა, (დაუმიზნა სომხურს და მოახვედრა ქართულს „მამუ“) სანამ ერთხელ იმავე პროფესორმა ბეილიმ არ უთხრა მას, რომ რადგან ის სწავლობდა სომხურს, მას უნდა ენახა მონათესავე ენები“…
სდექ:
ის, რაც მანამდე ცნობილი არ იყო. დღეიდან იცოდეთ და ნახეთ სიტყვა-სიტყვით სტატიიდან ამონარიდი: „მან (ჰიუიტმა) დაათვალიერა ქართულად დაწერილი წიგნი და სტატიაში წერია: ”მე მაშინვე შემიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ორი წელი გავაგრძელე სომხურ ენაზე მასალების შეგროვება, მე უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდი ქართული და სხვა კავკასიური ენების შესწავლაზე, რომლებიც არ იყო ინდოევროპული და კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ უფრო საინტერესო იყო ენათმეცნიერისთვის, ” — იხსენებს ჰიუიტი. (იქნებ მიშველონ ენათმეცნიერებმა და გამარკვიონ ამ აბდაუბდაში. ისე თუ რამე გავიგე სომხურის მონათესავედ უცვნია ქართული და იმ მოწინავე დონეზე (ცოცხალი გამოყენების გარეშე) სხვა ამავე დონეზე უკვე ნასწავლი ენების „ცოდნისთვის“ მაუმატებია („მამუ“).
ვაშა!
სტატიის ავტორის სიტყვები: „აფხაზეთის შესახებ ინგლისურად — ამ ახალი ენების გატაცებამ წაახალისა ჯორჯ ჰიუიტი და მოაწყო მოგზაურობა თურქეთში. ”1974 წლის ზაფხულში თურქეთში დაბადებული ჩერქეზი მეგობრის მეშვეობით მე ჩერქეზულ სოფელ დემირკაპში აღმოვჩნდი. იქიდან წავედი ბოლო სოფელში, სადაც ვიპოვეთ ერთი უბიხი, ხოლო გამგზავრებამდე სტამბოლში მომცეს ტელეფონის ნომერი იმ უკანასკნელის შვილისა, ვინც უბიხზე კარგად ლაპარაკობს,” — იხსენებს პროფესორი ჰუიტი, როდესაც მან პირველად გაიგო თევფიკ ესენჩის შესახებ. ეს იყო, პროფესორის თქმით, უკანასკნელი უბიხი, რომელმაც კარგად იცოდა დედაენა და შეეძლო მასზე ლაპარაკი. (საინტერესოა მეგრულადაც რომ ელაპარაკა, მაინც უბიხურში თუ ჩაუთვლიდა პატივცემული ჰიუიტი, იცოდა უბიხური და დაელაპარაკა, თუ რის მიხედვით დაასკვნა, რომ ეს კაცი უბიხურად ლაპარაკობდა, უცნობია. („მამუ“).
სტატიაში წერია:„შემდეგ ჰიუიტმა ესენჩი სტამბოლში იპოვა და ხუთი დღე გაატარა მასთან ერთად თავისი სიტყვის ჩაწერაში. ეს ჩანაწერი ახლა ფართოდ არის ხელმისაწვდომი პროფესორ ჰიუიტის ვებგვერდზე. 1975 წელს ჯორჯ ჰიუიტი წავიდა ქართული ენის შესასწავლად და ამავე დროს კავკასიური ენების, რომლებიც მას აინტერესებდა (კერძოდ, ჩერქეზული) თბილისში. მაგრამ მან იქ ვერ იპოვა ის, ვინც ინგლისურად ესაუბრებოდა ჩერქეზული ენის შესახებ. მაგრამ ახალგაზრდა მეცნიერმა აღმოაჩინა ისინი, ვინც დათანხმდნენ ინგლისურად ელაპარაკათ აფხაზური ენის შესახებ. (ეს ხდება თბილისში. „მამუ“.) ესენი იყვნენ ორი კურსდამთავრებული აფხაზეთიდან, ზაირა ჰიბბა და აზა ინალ-იპა. ერთი წლის შემდეგ ზაირა გახდა მისი ცოლი. ასეთი მშვენიერი გზით, ასევე აფხაზური ენა შემოვიდა ჯორჯ ჰიუიტის ენობრივი ინტერესების სფეროში“… (სხვა ენებს „სხლავდა“ და ესეც მიამატა … „მამუ“).
ჯორჯ ჰიუიტი პირველად ჩამოვიდა აფხაზეთში 1976 წლის აპრილში და შეხვდა გამოჩენილ აფხაზ მეცნიერებს: პროფესორ შალვა ინალ-იპას, გიორგი ძიძარიას, კონსტანტინე შაქრილს, სერგეი ზუხბას და სხვებს.
როგორც ენათმეცნიერი, რასაკვირველია, მას პირველ რიგში აფხაზურ ენასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდა. სხვათა შორის, ახლა პროფესორი ფლობს ჩინებულ ქართულ და აფხაზურ ენებს, თუმცა ის მოკრძალებულად ამტკიცებს, რომ სრულად ფლობს მხოლოდ ერთ ენას, მისი მტკიცებით არცერთი სხვა ენა არ იცის ინგლისურის გარდა (მაგრამ ავტორი პროფესორის გულწრფელობის არ სჯერა და მას მაინც პოლიგლოტად მიიჩნევს („მამუ“).
და მაინც: „პროფესორმა ჰუიტმა მეუღლესთან, ზაირა ჰიბასთან (რომელმაც თბილისში ისწავლა და აფხაზეთში არასდროს ერთი სიტყვა ქართულად არ უთვამს. იციან მისმა მეზობლებმა და კითხეთ, თუ არ გჯერათ. „მამუ“) ერთად იმუშავა ისეთ მნიშვნელოვან აფხაზურ სახელმძღვანელოებზე, როგორიცაა «აფხაზური ენა» ორ ტომად, «სახელმძღვანელო აფხაზური გაზეთების წასაკითხად», «აფხაზური ხალხური ზღაპრები», შედგენილი «აფხაზური ხალხური ტრადიციის გვერდები». ზურაბ ძაფუასთან ერთად «აფხაზური ენის თვითგანათლება».
აფხაზეთს მოცილებულებო იცოდეთ:
აქ — სოხუმში (ქალაქგარეთ არ დავდივარ, ვერ გეტყვით „მამუ“) აფხაზურ სიტყვას ვერ გაიგონებთ ისევე, როგორც ქართულს. მეგრულს კი შეიძლება სადმე კიდევ მოკრათ ყური და ცხადია, ეს „სახელმძღვანელოები“ „თეორიულად, ანუ ნომინალურად არსებულია“.(„მამუ“).
ჰიუიტი: ”მე აფხაზეთი მახსოვს 1989 წლამდე, როგორც აყვავებული ადგილი მღელვარე ცხოვრებით და რამდენადაც შემეძლო მეთქვა, ყველას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან, ეროვნების მიუხედავად. რასაკვირველია, მე გარკვეულწილად მეშინოდა აფხაზებსა და ქართველებს შორის შესაძლო დაძაბულობის, მაგრამ ეს უფრო მეტად განპირობებულია მდინარე ენგურის მეორე ნაპირზე მცხოვრები ქართველებისგან შენიშვნებით. თუმცა, აფხაზეთში, რამდენადაც მე დავინახე, ურთიერთობა [ადამიანებს შორის] კარგი და სანდო იყო, ასე რომ, ოჩამჩირაში, მაგალითად, ადამიანებმა დატოვეს თავიანთი სახლები, არ აინტერესებდათ, რომ მათ ჩაკეტვა სჭირდებოდათ. მე შოკში ვიყავი იმით, თუ რამდენად სწრაფად დაემორჩილნენ 1989 წელს ადგილობრივი ქართველები და მეგრელები იმ შემზარავ შოვინისტურ რიტორიკას, რომელიც გამსახურდიას მსგავსი იყო (ზვიად გამსახურდია — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1990 -იანი წლების დასაწყისი — რედ.) ”. როდესაც დავინახეთ ყველა შემზარავი შეტაკება, რაც მოხდა ქართველებსა და აფხაზებს შორის 1989 წლის ზაფხულში (შეიარაღებული კონფლიქტი 1989 წლის ივლისში სოხუმში, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი — რედ.), დავინახე რამდენად სწრაფად გაუარესდა ურთიერთობა ორ ხალხს შორის“ — ამბობს ჰიუიტი.
და წერილის ავტორი განაგრძობს:

ომის შემდეგ (რატომღაც აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება „სამამულო“ ომი ყოფილა, მაგრამ აქ არ არის გამოყენებული „მამუ“), 1996 წელს ჰუიტების ოჯახი ეწვია აფხაზეთს. (After the war, the Hewitt family visited Abkhazia in 1996) პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი თავად გახდა აფხაზეთის მოქალაქე პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის მეთაურობით. მას ასევე მიენიჭა აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო «ღირსება და დიდება».
პროფესორის საყვარელ პროფესიებს შორის, ენების გარდა, ამჟამად არის ყვავილების მეურნეობაც, რისთვისაც ამ ბოლო დროს ბევრი რამ გააკეთა.
რა თქმა უნდა, პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი აგრძელებს ბევრს კითხვას. სხვათა შორის, მისი კავკასიური ბიბლიოთეკა (კავკასიურში — მხოლოდ აფხაზრუი თუ იგულისხმება „მამუ“) ითვლება ერთ -ერთ უდიდეს კერძო ბიბლიოთეკად მთელ ევროპაში (ნეტა ვინ შეაფასა ეს ფაქტი ევროპაში და რა კრიტერიუმებით? „მამუ“).
პროფესორი ჰუიტი აქტიურ ბიზნეს და მეგობრულ მიმოწერაში იმყოფება აფხაზეთის ბევრ კარგ მეგობართან, რითაც მისი რადარის ქვეშ ინახება პატარა ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია მისი მეორე სამშობლოა.

ჰიუიტების ოჯახის ყველა წევრს აქვს სამი ქვეყნის მოქალაქეობა — All of them have citizenship of three countries — Abkhazia, Great Britain and Russia.
— აფხაზეთის, დიდი ბრიტანეთის და… რუსეთის (რომლის შესახებ სიტყვაც არ თქმულა სტატიაში, მაგრამ მისი მოღვაწეობა, თუ მთელი ცხოვრება არა, რომ იქ დაიგეგმა, ისედაც გასაგებია. „მამუ“).

ავტორი «მამუ»

თარგმნა: ქეთევან ჩემია

წყარო: http://apsnyteka.org/1550-hewitt_g_stati.html

https://abaza.org/en/professor-hewitt-how-love-for-mysterious-languages-brought-an-englishman-to-abkhazia

Loading…

მსგავსი პოსტები

ირაკლი კობახიძეს: გათავისუფლდით საკუთარი ილუზიებისგან

აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელმა სოხუმიდან რუსეთის შვიდ ქალაქში ფრენების დაწყების შესახებ განაცხადა

«მიმდინარეობს საქართველოს მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნების პროცესი და ამ პროცესს ჩვენდა სამწუხაროდ ჰყავს მხარდამჭერი ძალები»

დატოვე კომენტარი