განცხადებები

«ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი»-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა და ვიდეომიმრთვაც გაავრცელა:

„ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი?!-იმიტომ, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ისეთ დროს, როცა გვჭირდებოდა, ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, ყოველთვის გაგვიმართა ხელი, ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი. ჩვენ მრავალათასწლოვან ისტორიაში ძალიან ცოტა არის ასეთი მაგალითი. ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე. მისი საქმის ბოლომდე მიყვანა იქნება საქართველოს გამარჯვება, გამთლიანება, საბოლოო განთავისუფლება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილმა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა»

roma sajaia

«შემოიტანეთ დროზე ბევრი ვაქცინა…მოგვეცით საშუალება ავიცრათ»

roma sajaia

როგორ ვიპოვოთ «მთავარი არხი» შენს ტელევიზორში?-მიყევით ინსტრუქციას

დატოვე კომენტარი