ჯოზეფ ბორელი — ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება, საქართველო კარგად მუშაობს, წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა. „ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პირობებში. ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ შექმნილი მოლოდინები“, – განაცხადა ბორელმა. ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით. „საქართველო კარგად მუშაობს, საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.