ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. ამ თემაზე პოსტი მან ტვიტერზე გამოაქვეყნა. «საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მნიშვნელოვანი მომენტი ქვეყანაში უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მიმართულებით, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. გილოცავთ ყველას! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას არჩევნების შემდგომ სამზადისში», — წერს ჯოზეფ ბორელი.
Loading…